გორში მამაკაცი დაჭრეს - პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდანა
დანა - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2026
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, გორში მოქალაქეს ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0