https://sputnik-georgia.com/20260513/mtavroba-danamatebisa-da-puladi-jildos-gacemaze-komentars-aketebs-298628118.html
როგორ მოხდება სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემა? მთავრობის განმარტება
როგორ მოხდება სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემა? მთავრობის განმარტება
Sputnik საქართველო
დანამატისა თუ ჯილდოს გაცემა მოხდება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. 13.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-13T23:23+0400
2026-05-13T23:23+0400
2026-05-13T23:23+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141566_314:450:3154:2047_1920x0_80_0_0_dd10377edea4d94e6e95ae47ea157554.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს, განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში. საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შესაბამისი თანამდებობის პირებისთვის სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო გაიცემა ექსკლუზიურად იმ ასიგნებებიდან, რომლებიც უწყებებისთვის უკვე კანონით არის დამტკიცებული.ამასთან, დანამატისა თუ ჯილდოს გაცემა მოხდება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების პროცესის მეტი მოწესრიგებისა და ოპტიმიზაციისკენ, ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდის გარეშე.გარდა ამისა, იცვლება არასაშტატო პერსონალის რაოდენობრივი ზღვარი. პროექტის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ნაცვლად დღეს არსებული 10%-სა. ამასთან, ზღვარის 15%-მდე გაზრდის შემდეგადაც კანონი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდაზე გამონაკლისის დაშვებას გაითვალისწინებს, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.აღნიშნული ცვლილება მუნიციპალიტეტებს დაქვემდებარებულ დაწესებულებებს არ შეეხება - მუნიციპალურ დაწესებულებებში შეზღუდვა კვლავ 10%-ით განისაზღვრება.საქართველოში თანამდებობის პირთა ხელფასები მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ხელფასებზე. 2025 წელს ეს მაჩვენებელი თვეში 1460 ლარს შეადგენდა, 2026 წელს კი ის 1600 ლარამდე იზრდება. საბაზო ხელფასი მრავლდება თანამდებობის შესაბამის კოეფიციენტზე. მაგალითად დეპუტატისთვის კოეფიციენტი არის 8, მინისტრისთვის 8,5, მინისტრის მოადგილისთვის 7,25; პრემიერისთვის და პრეზიდენტისთვის კი 10. შესაბამისად, საჯარო მოხელეთა საბაზო ანაზღაურების ყოველი გადახედვის დროს იზრდება ყველა მოხელის, მათ შორის თანამდებობის პირთა ანაზღაურებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141566_798:440:2941:2047_1920x0_80_0_0_7b51d6812f4d56002bd6dc1f517a66e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
როგორ მოხდება სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემა? მთავრობის განმარტება
დანამატისა თუ ჯილდოს გაცემა მოხდება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს, განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შესაბამისი თანამდებობის პირებისთვის სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო გაიცემა ექსკლუზიურად იმ ასიგნებებიდან, რომლებიც უწყებებისთვის უკვე კანონით არის დამტკიცებული.
ამასთან, დანამატისა თუ ჯილდოს გაცემა მოხდება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
„ბიუჯეტიდან ამ პროექტის რეალიზაციას დამატებით არცერთი თეთრი არ სჭირდება. საუბარია ყველა ორგანიზაციისთვის კანონით გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ჯილდოს ან დანამატის გაცემაზე კონკრეტული თანამდებობის პირებისთვის და ისიც მხოლოდ მკაცრად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევებში, როგორებიცაა, მაგალითად, ზეგანაკვეთური სამუშაო, განსაკუთრებული სირთულის დავალების წარმატებით შესრულება და სხვა“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების პროცესის მეტი მოწესრიგებისა და ოპტიმიზაციისკენ, ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდის გარეშე.
გარდა ამისა, იცვლება არასაშტატო პერსონალის რაოდენობრივი ზღვარი. პროექტის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ნაცვლად დღეს არსებული 10%-სა. ამასთან, ზღვარის 15%-მდე გაზრდის შემდეგადაც კანონი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდაზე გამონაკლისის დაშვებას გაითვალისწინებს, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.
აღნიშნული ცვლილება მუნიციპალიტეტებს დაქვემდებარებულ დაწესებულებებს არ შეეხება - მუნიციპალურ დაწესებულებებში შეზღუდვა კვლავ 10%-ით განისაზღვრება.
საქართველოში თანამდებობის პირთა ხელფასები მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ხელფასებზე. 2025 წელს ეს მაჩვენებელი თვეში 1460 ლარს შეადგენდა, 2026 წელს კი ის 1600 ლარამდე იზრდება. საბაზო ხელფასი მრავლდება თანამდებობის შესაბამის კოეფიციენტზე. მაგალითად დეპუტატისთვის კოეფიციენტი არის 8, მინისტრისთვის 8,5, მინისტრის მოადგილისთვის 7,25; პრემიერისთვის და პრეზიდენტისთვის კი 10. შესაბამისად, საჯარო მოხელეთა საბაზო ანაზღაურების ყოველი გადახედვის დროს იზრდება ყველა მოხელის, მათ შორის თანამდებობის პირთა ანაზღაურებები.