„სასურსათო კალათა“ მარკეტებში: მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია

© AFP 2024 / Herbert Pfarrhofer / APAსურსათი
სურსათი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2026
გამოწერა
საუბარია თავად სავაჭრო ქსელების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შერჩეულ პროდუქტებზე, რათა ძირითადი პროდუქტები მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ სტენდები განთავსდა.
„სასურსათო კალათის“ შექმნის ინიციატივა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის შემაჯამებელი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ იქნა წარდგენილი. „სასურსათო კალათში“ შესულ პროდუქტებზე სპეციალური საფასო პოლიტიკა გავრცელდება.
კერძოდ, დღეიდან მომხმარებელს შეუძლია ძირითადი, 15 ფასდაკლებული პროდუქტის შეძენა. „სასურსათო კალათაში“ შედის - ფქვილი, შაქარი, მაკარონი, ვერმიშელი, შვრიის ფანტელი, ქათამი, კვერცხი, სხვადასხვა სახის ტკბილეული, კარაქი და რძის სხვა პროდუქტები.
ფასდაკლება აღნიშნულ პროდუქტებზე მუდმივად გავრცელდება.
კალათის შექმნისა და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი თითქმის ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა: მათ შორისაა „კარფური", „სპარი", „მაგნიტი", „კალათა", „უნივერსამი", „გუდვილი", „ზღაპარი", „ნიკორა", „ლიბრე" და „აგროჰაბი".
დროებითი კომისიის დასკვნა
1-ელ მაისს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელმა საპარლამენტო დროებითმა კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც მოცემულია ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციები ფასების შესამცირებლად.
დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციებს ფასების შემცირებისა და ბაზრის გამჭვირვალობის გაზრდის შესახებ, თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი ან ხელოვნურად შემცირებული ფასები ბაზარზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს.
კომისიის ანგარიში განსახილველად წარედგინება მთავრობას, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტს, კომისიის მიერ რეკომენდებული ღონისძიებებიდან რომელი უნდა განხორციელდეს.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
ყველა ახალი ამბავი
0