https://sputnik-georgia.com/20260513/meria-mcire-bizness-daexmareba-298616986.html
მერია მცირე ბიზნესს დაეხმარება: რას ითვალისწინებს პროგრამა
მერია მცირე ბიზნესს დაეხმარება: რას ითვალისწინებს პროგრამა
Sputnik საქართველო
დაფინანსებას მიიღებენ ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს. 13.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-13T16:27+0400
2026-05-13T16:27+0400
2026-05-13T16:27+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. თბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. დედაქალაქის მერიამ „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამა 2025 წელს აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსებას იღებენ ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს. თანადაფინანსებული მეწარმეების საქმიანობის მონიტორინგს ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 1-ელ ივნისს დასრულდება - თანადაფინანსება არ ვრცელდება მომსახურებასა და სწრაფი კვების ობიექტებზე. კალაძის განმარტებით, გასულ წელს დაფინანსების ზედა ზღვარი 20 ათასი ლარი იყო, წელს კი მეწარმეებს უკვე 50 ათას ლარამდე თანხის მიღება შეუძლიათ. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეს, რომელიც ბაზარზე მინიმუმ ორი წელია უწყვეტად ოპერირებს. პროგრამის ფარგლებში, მერიის მხრიდან თანადაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრა: 5 ათას ლარამდე მოთხოვნილი თანხის 90% დაფინანსდება; 5 ათასიდან 20 ათასი ლარის ჩათვლით - 85%; 20 ათასიდან 30 ათასი ლარის ჩათვლით დაფინანსება 80%-მდე იქნება, ხოლო 30 ათასიდან 50 ათას ლარის ჩათვლით 70% დაფინანსდება. განაცხადის ფორმისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
მერია მცირე ბიზნესს დაეხმარება: რას ითვალისწინებს პროგრამა
დაფინანსებას მიიღებენ ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. თბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დედაქალაქის მერიამ „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამა 2025 წელს აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსებას იღებენ ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს. თანადაფინანსებული მეწარმეების საქმიანობის მონიტორინგს ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 1-ელ ივნისს დასრულდება - თანადაფინანსება არ ვრცელდება მომსახურებასა და სწრაფი კვების ობიექტებზე.
კალაძის განმარტებით, გასულ წელს დაფინანსების ზედა ზღვარი 20 ათასი ლარი იყო, წელს კი მეწარმეებს უკვე 50 ათას ლარამდე თანხის მიღება შეუძლიათ.
„მიმდინარე წელს პროგრამა კიდევ უფრო მასშტაბური გახდა — გაიზარდა როგორც საერთო ბიუჯეტი, ისე თითოეული მეწარმისთვის გათვალისწინებული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს პროდუქციის დამუშავებას, დამატებითი ღირებულების შექმნასა და ხარისხის გაუმჯობესებას“, – განაცხადა თბილისის მერმა.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეს, რომელიც ბაზარზე მინიმუმ ორი წელია უწყვეტად ოპერირებს.
„უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესგეგმებს. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობა, ტექნოლოგიები და დანადგარები შეიძინონ“, – აღნიშნა კალაძემ.
პროგრამის ფარგლებში, მერიის მხრიდან თანადაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრა: 5 ათას ლარამდე მოთხოვნილი თანხის 90% დაფინანსდება; 5 ათასიდან 20 ათასი ლარის ჩათვლით - 85%; 20 ათასიდან 30 ათასი ლარის ჩათვლით დაფინანსება 80%-მდე იქნება, ხოლო 30 ათასიდან 50 ათას ლარის ჩათვლით 70% დაფინანსდება.
განაცხადის ფორმისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.