მართვის მოწმობა: ივნისიდან გეგმურ პრაქტიკულ გამოცდებზე ადგილების რაოდენობა გაიზრდება

© photo: Sputnik / Stringerმართვის მოწმობა
მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2026
გამოწერა
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. მოქალაქეებს მართვის მოწმობის არაგეგმური, 250-ლარიანი გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ცვლილება მიმდინარე წლის ივნისიდან ამოქმედდება, რომლის თანახმად, გაიზრდება გეგმურ პრაქტიკულ გამოცდებზე ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობა.
„ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური ისე არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
2025 წლის მაისის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აკრედიტაციის ბარათის ასლი.
შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მართვის მოწმობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და მართვის მოწმობა მიიღო 897 ადამიანმა.
ყველა ახალი ამბავი
0