https://sputnik-georgia.com/20260513/chaqvshi-ukanono-sawarmo-gamoavlines-298626990.html
რას ვჭამთ: აჭარაში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს
რას ვჭამთ: აჭარაში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს
Sputnik საქართველო
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. 13.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-13T18:42+0400
2026-05-13T18:42+0400
2026-05-13T18:42+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/06/244740637_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d4798a5ed967ecaab789c60ccc6faa70.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აჭარაში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე. ამასთანავე, საწარმოო პროცესში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას. ბიზნესოპერატორი (ი/მ ა. დ.) დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს სურსათი, განსაკუთრებით ხორცი და ხორცპროდუქტები არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.სესი ბიზნესოპერატორებს აფრთხილებს, დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნები და ხორცის წარმოება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე მიიღონ სავალდებულო აღიარება.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/06/244740637_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_164521eb98bf048816ca7e9c0b6d3a3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, აჭარა , ახალი ამბები
რას ვჭამთ: აჭარაში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აჭარაში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე. ამასთანავე, საწარმოო პროცესში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას.
ბიზნესოპერატორი (ი/მ ა. დ.) დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს სურსათი, განსაკუთრებით ხორცი და ხორცპროდუქტები არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
სესი ბიზნესოპერატორებს აფრთხილებს, დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნები და ხორცის წარმოება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე მიიღონ სავალდებულო აღიარება.