https://sputnik-georgia.com/20260512/saqartvelom-evropasi-gamartul-saertasoriso-forumze-demografiuli-gamowvevebi-ganixila-298580319.html
საქართველომ ევროპაში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე დემოგრაფიული გამოწვევები განიხილა
საქართველომ ევროპაში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე დემოგრაფიული გამოწვევები განიხილა
Sputnik საქართველო
საქართველოსთვის დემოგრაფიის საკითხები საკვანძოა მოსახლეობის დაბალი ზრდის ფონზე 12.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-12T12:11+0400
2026-05-12T12:11+0400
2026-05-12T12:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროპა
დემოგრაფია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278739734_60:0:965:509_1920x0_80_0_0_07917b1de46ee542e085cdc87de2407d.jpg
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენლებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღეს მონაწილეობა, ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ქართულ მხარეს ღონისძიებაზე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე წარმოადგენდნენ.განსაკუთრებული ყურადღება ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას დაეთმო.საერთაშორისო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ჰრისტიან მიცკოსკიმ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ.საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში ზაზა ლომინაძემ და მიხეილ სარჯველაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართეს, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიის სოციალური პოლიტიკის, დემოგრაფიისა და ახალგაზრდობის მინისტრ ფატმირ ლიმანისთან.„შეხვედრისას მხარეებმა დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და იმ პოლიტიკურ მიდგომებზე ისაუბრეს, რომლებიც მიზნად სოციალური სისტემების გაძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამებსა და შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.ასევე შედგა შეხვედრა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პიო სმიტთან. საუბრისას დემოგრაფიული ცვლილებები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დასაქმების, შრომისა და სოციალური საკითხების დირექტორთან მარკ პირსონსთან, სადაც შრომის ბაზრის გამოწვევებსა და დემოგრაფიულ ცვლილებებზე რეაგირების მექანიზმები განიხილეს.ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ზურაბ ხამაშურიძე.
საქართველო
ევროკავშირი
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278739734_173:0:852:509_1920x0_80_0_0_5b16c021c99ecc98dc44d5f9b9c84ec9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროპა, დემოგრაფია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროპა, დემოგრაფია
საქართველომ ევროპაში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე დემოგრაფიული გამოწვევები განიხილა
საქართველოსთვის დემოგრაფიის საკითხები საკვანძოა მოსახლეობის დაბალი ზრდის ფონზე
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენლებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღეს მონაწილეობა, ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართულ მხარეს ღონისძიებაზე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე წარმოადგენდნენ.
„მინისტერიალის ფარგლებში ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა დაბალი შობადობა, დემოგრაფიული დაბერება, მიგრაცია, შრომითი ბაზრის ცვლილებები, სოციალური დაცვის სისტემების მდგრადობა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
განსაკუთრებული ყურადღება ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას დაეთმო.
საერთაშორისო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ჰრისტიან მიცკოსკიმ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ.
საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში ზაზა ლომინაძემ და მიხეილ სარჯველაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართეს, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიის სოციალური პოლიტიკის, დემოგრაფიისა და ახალგაზრდობის მინისტრ ფატმირ ლიმანისთან.
„შეხვედრისას მხარეებმა დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და იმ პოლიტიკურ მიდგომებზე ისაუბრეს, რომლებიც მიზნად სოციალური სისტემების გაძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამებსა და შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე შედგა შეხვედრა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პიო სმიტთან. საუბრისას დემოგრაფიული ცვლილებები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დასაქმების, შრომისა და სოციალური საკითხების დირექტორთან მარკ პირსონსთან, სადაც შრომის ბაზრის გამოწვევებსა და დემოგრაფიულ ცვლილებებზე რეაგირების მექანიზმები განიხილეს.
ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ზურაბ ხამაშურიძე.