https://sputnik-georgia.com/20260512/saqartvelo-cinetis-ert-ert-umsxviles-gamofenaze-partniori-qveynis-statusit-wardgeba-298583073.html
საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
Sputnik საქართველო
უმსხვილესი ტურისტული გამოფენის პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას როგორც ჩინეთში, ასევე აზიის სხვა ქვეყნებში. 12.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-12T15:28+0400
2026-05-12T15:28+0400
2026-05-12T15:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/96/237369611_0:167:3046:1880_1920x0_80_0_0_0421549168f26e6bd54aa94398e81aaa.jpg
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. საქართველო წელს ჩინეთში, შანხაიში აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში. ITB CHINA 2026 ჩინეთის ქალაქ შანხაიში 26-28 მაისს გაიმართება და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია დაესწრება. უწყების ცნობით, გამოფენა მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო. ქვეყნის ეროვნულ სტენდს შანხაიში 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. მოეწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან. გამოფენის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული სტენდის სტუმრებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას, ღვინოს. "ITB CHINA 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება. გამოფენის გახსნამდე 25 მაისს საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული კერძები, გაეცნონ ქართული გასტრონომიის ისტორიას, კულტურასა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. საქართველო და ჩინეთი ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2024 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ დაახლოებით 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით და საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 8.2%-ს შეადგენს. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო ფრენებს ახორციელებს 2 ჩინური ავიაკომპანია. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/96/237369611_158:0:2889:2048_1920x0_80_0_0_a8b77f66566a4f52e5c8028c9b1369e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი
საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
უმსხვილესი ტურისტული გამოფენის პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას როგორც ჩინეთში, ასევე აზიის სხვა ქვეყნებში.
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. საქართველო წელს ჩინეთში, შანხაიში აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
ITB CHINA 2026 ჩინეთის ქალაქ შანხაიში 26-28 მაისს გაიმართება და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია დაესწრება.
უწყების ცნობით, გამოფენა მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.
ქვეყნის ეროვნულ სტენდს შანხაიში 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. მოეწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული სტენდის სტუმრებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას, ღვინოს.
"ITB CHINA 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.
გამოფენის გახსნამდე 25 მაისს საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული კერძები, გაეცნონ ქართული გასტრონომიის ისტორიას, კულტურასა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.
ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2024 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ დაახლოებით 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით და საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 8.2%-ს შეადგენს.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო ფრენებს ახორციელებს 2 ჩინური ავიაკომპანია.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).