https://sputnik-georgia.com/20260512/saqartvelo-azerbaijanis-sss-s-delegacias-maspinzlobs-298604550.html
საქართველო აზერბაიჯანის შსს-ს დელეგაციას მასპინძლობს
საქართველო აზერბაიჯანის შსს-ს დელეგაციას მასპინძლობს
Sputnik საქართველო
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მეზობელ რეგიონებს შორის სამართალდაცვით სფეროში მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას 12.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-12T20:18+0400
2026-05-12T20:18+0400
2026-05-12T20:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აზერბაიჯანი
კავკასია
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0c/298586489_0:105:2048:1257_1920x0_80_0_0_bc5350755e1ac2addfbf97da8710c94c.jpg
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს საქართველოს და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა კახეთში, იუწყება საქართველოს შსს-ს პრესსამსახური.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი, მუზაფფარ მამედოვი ხელმძღვანელობდა.ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ აზერბაიჯანელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.მხარეებმა ხაზი გაუსვეს მეზობელ რეგიონებს შორის სამართალდაცვით სფეროში მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას და გამოხატეს მზაობა აქტიურად გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა, არსებული კავშირების გაფართოების მიზნით.შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.საქართველო და აზერბაიჯანისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0c/298586489_116:0:1932:1362_1920x0_80_0_0_3b6f59ac89ce55a8bfda047160e74b21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , აზერბაიჯანი, კავკასია, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , აზერბაიჯანი, კავკასია, კახეთი
საქართველო აზერბაიჯანის შსს-ს დელეგაციას მასპინძლობს
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მეზობელ რეგიონებს შორის სამართალდაცვით სფეროში მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს საქართველოს და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა კახეთში, იუწყება საქართველოს შსს-ს პრესსამსახური.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი, მუზაფფარ მამედოვი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ აზერბაიჯანელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მეზობელ რეგიონებს შორის სამართალდაცვით სფეროში მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას და გამოხატეს მზაობა აქტიურად გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა, არსებული კავშირების გაფართოების მიზნით.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.