თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა. ის მალევე დააკავეს.
პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0