რატომ არ შემოაქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პრეპარატი საქართველოში: მინისტრის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerმუხეილ სარჯველაძე
მუხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2026
გამოწერა
გადაწყვეტილება ასეთი ტიპის პრეპარატებთან დაკავშირებით პროფესიონალურ მიდგომას და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობას მოითხოვს, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ხელისუფლება აგრძელებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობას და შესაძლო რისკებს, ხოლო მთავრობის კრიტიკა პრეპარატ „ჯივინოსტატის“ ხელმიუწვდომობის გამო პოლიტიკურად და კომერციულად მიკერძოებულ ხასიათს ატარებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლები მერამდენე დღეა მთავრობის კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ და საქართველოში საჭირო მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა შეიძინოს პრეპარატი, მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მისი დამტკიცების შემდეგ.
„ისინი კი, ვინც დღეს ფაქტებს აყალბებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ამ მედიკამენტს კონკრეტულად დღეს, ამ დრომდე, ბრიტანეთზე ადრე არ ყიდულობს, აბსოლუტურად მოკლებულნი არიან რეალურ მსჯელობას. ეს არის პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული, სრულიად არაჯანსაღი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
სარჯველაძის თქმით, საკითხზე საჯარო განცხადებების გაკეთებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ ეთიკასა და პასუხისმგებლობას, რადგან არაზუსტმა ან არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ შესაძლოა საზოგადოება და განსაკუთრებით პაციენტები შეცდომაში შეიყვანოს.
„ეთიკური და მორალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება პრობლემურია. ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული ექიმის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური მიკერძოება უკვე პროფესიულ ღირსებასაც ჩრდილავს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი სპეციალისტებისგან მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ.
მისი თქმით, რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება „ჯივინოსტატის“ გამოყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, შვედეთი და დანია აგრძელებენ პრეპარატის შეფასებას, დიდ ბრიტანეთსაც ჯერ არ დაუმტკიცებია მისი გამოყენება.
„საფრანგეთმა კი ამ პრეპარატზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საუბარია მძიმე გვერდით მოვლენებზე. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება ზედმიწევნით ზუსტი, აკურატული და მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ შვედეთი აკვირდება - რამდენად უკეთეს შედეგს იძლევა „ვამოროლონი“ იმ კორტიკოსტეროიდთან („დეფლაზაკორტი“) შედარებით, რომელსაც თავადაც იყენებს. იგივე პრეპარატი გამოიყენება საქართველოშიც.
თუმცა 8 მაისს ბრიტა ცნობილი გახდა, რომ ნეთმა დიდი ბრიტანეთის „ჯანმრთელობისა და მზრუნველობის ეროვნულმა ინსტიტუტმა“ (NICE) გააფორმა შეთანხმება დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემასა (NHS-სა) და პრეპარატის მწარმოებელ კომპანიას.
შეთანხმების შედეგად, პრეპარატი „ჯივინოსტატი“ ხელმისაწვდომი გახდება ინგლისში 530-მდე პაციენტისათვის, ვისაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. გვხვდება უმეტესად ბიჭებთან (სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველი 3000 ბიჭიდან ერთს ეს სინდრომი აქვს) და საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ადამიანია დაავადებული.
დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.
დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა.
ყველა ახალი ამბავი
0