პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaნარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2026
გამოწერა
სამივე ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. პოლიციამ თბილისში დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების, უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ბრალდებულებს, რომელთა შორის ორი წარსულში ნასამართლევია, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - "ალფა-პვპ", "მეთადონი", "გამომშრალი მარიხუანა" და ფსიქოტროპული ნივთიერება ,,კეტამინი".
"პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთ დაკავებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერაზ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0