https://sputnik-georgia.com/20260510/arasrulwlovanta-danashauli-saqartveloshi-298548422.html
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა 10.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-10T09:38+0400
2026-05-10T09:38+0400
2026-05-10T09:38+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/91/248539119_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_eebaaf61babadf234da36c9acd9cba1c.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-მარტში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 187 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.ამასთან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე პერიოდში 18 წლამდე 381 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.თუმცა, დანაშაულის ჩადენაში არასრულწლოვნების თანამონაწილეობა ან ჩაბმა ზრდასრული დამნაშავეებისთვის ახალ დამამძიმებელ გარემოებად იქცა და მათთვის სასჯელის გაზრდას იწვევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/91/248539119_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_5fb4e6edfd1f1fd5d856f4ad1c605d4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქსტატი
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქსტატი
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-მარტში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 187 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.
ამასთან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე პერიოდში 18 წლამდე 381 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
თუმცა, დანაშაულის ჩადენაში არასრულწლოვნების თანამონაწილეობა ან ჩაბმა ზრდასრული დამნაშავეებისთვის ახალ დამამძიმებელ გარემოებად იქცა და მათთვის სასჯელის გაზრდას იწვევს.