თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerდანა
დანა - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2026
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისში, საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
სისხლიანი ანგარიშსწორება საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.
ადგილზე ამ წუთებში პოლციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პერიმეტრი ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0