https://sputnik-georgia.com/20260508/meore-msoflio-omis-veteranebi-ertjeradad-2-atas-lars-miireben-298499092.html
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთჯერადად 2 ათას ლარს მიიღებენ
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთჯერადად 2 ათას ლარს მიიღებენ
Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. 08.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-08T12:24+0400
2026-05-08T12:24+0400
2026-05-08T15:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომი
საქართველოს მთავრობა
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/09/277498302_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0c2c5145168d77e21a54e127d31d6a26.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 ათას ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1.000 ლარს მიიღებენ. ფინანსური დახმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს გადაეცემათ. განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისა) ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფას კი თბილისის მერია უზრუნველყოფს. საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანი ცხოვრობს.მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/09/277498302_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_294e5a6dfd8268c40ad6725989f0a876.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომი, საქართველოს მთავრობა , 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომი, საქართველოს მთავრობა , 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთჯერადად 2 ათას ლარს მიიღებენ
12:24 08.05.2026 (განახლებულია: 15:09 08.05.2026) მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 ათას ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1.000 ლარს მიიღებენ.
ფინანსური დახმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს გადაეცემათ.
განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისა) ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფას კი თბილისის მერია უზრუნველყოფს.
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანი ცხოვრობს.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.