https://sputnik-georgia.com/20260507/saqartvelos-gverds-ver-auvlian-boworisvili-regionsi-qveynis-rolis-sesaxeb-298475971.html
საქართველოს გვერდს ვერ აუვლიან - ბოჭორიშვილი რეგიონში ქვეყნის როლის შესახებ
საქართველოს გვერდს ვერ აუვლიან - ბოჭორიშვილი რეგიონში ქვეყნის როლის შესახებ
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიტიკური და ლოჯისტიკური იზოლირების მცდელობებს „რეალობას მოწყვეტილი“ უწოდა და ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიულ... 07.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-07T12:53+0400
2026-05-07T12:53+0400
2026-05-07T12:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
სომხეთი
აზერბაიჯანი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/05/296974769_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_367566b204a00bf9dc6ac419a043b7fd.jpg
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონულ დღის წესრიგში თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, სატრანსპორტო მარშრუტების და დაკავშირებადობის პროექტებში მონაწილეობის გამო და განცხადებების იმის შესახებ, თითქოს ქვეყანა პერსპექტივებს კარგავს, სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მნიშვნელობა ნათლად გამოჩნდა ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე, სადაც რეგიონული დაკავშირებადობის და თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.მინისტრის თქმით, სატრანსპორტო დერეფნების, დაკავშირებადობასა და შავი ზღვის როლის შესახებ საუბრისას, საქართველოს როგორც რეგიონებს შორის დამაკავშირებელი რგოლის იგნორირება შეუძლებელია.მისი თქმით, დაკავშირებადობის შესახებ დისკუსიებში ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლების და ევროკომისიის ხელმძღვანელობის ჩართულობა ადასტურებს თბილისის პოზიციების მნიშვნელობას რეგიონულ პროცესებში.„როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაკავშირებადობაზე საუბრობენ, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი თავად იღებდა მონაწილეობას დაკავშირებადობის შესახებ დისკუსიებში, იქ რა თქმა უნდა საქართველოს პოზიციები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა უნდა განვავითაროთ პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებთან, უშუალო მეზობლებთან, რადგან მათ გარეშე ჩვენთვისაც რთულია ამ ფუნქციის შესრულება“, - აღნიშნა მან.საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა ცენტრალური აზიის მზარდი მნიშვნელობა და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოება მას შემდეგ რაც აზერბაიჯანი ჩაერთო ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში.მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მეზობელ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე.„დღეს ეს პატარა რეგიონი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როდესაც გარშემო ცეცხლის ალშია გახვეული ორი დიდი რეგიონი. ეს უნდა გამოვიყენოთ სწორად, ამიტომაც ვიცავთ ამ ქვეყანაში სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.მინისტრის თქმით, რეგიონის ქვეყნებს კარგად აქვთ გააზრებული საკუთარი როლი და მნიშვნელობა და ამიტომ საქართველოს სხვა ქვეყნებით „ჩანაცვლებაზე“ საუბარი არასერიოზულია.„ამ რეგიონში სამივე ქვეყანამ კარგად ვიცით ჩვენი როლი, ჩვენი ფასი, შესაბამისად, თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ გააღვივოს არასაჭირო კონკურენცია, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მოკლებულია რეალურ შესაძლებლობებს, რომ ვინმემ ამ მხრივ წარმატებას მიაღწიოს“, - აღნიშნა მან.მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთით ჩანაცვლებაზე ადრეც საუბრობდნენ.„რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირის ბიუროკრატიიდან, მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტში ვიყავი, ჩემთან საუბარში ახსენა ასეთი რამ: ახლა თქვენ ჩაგანაცვლებთ სომხეთით და ნახავთ მერე როგორ იქნება ამბავიო. მაშინ კი ვფიქრობდით როგორ შეიძლებოდა ჩაენაცვლებინა ბიუროკრატიას საქართველო სომხეთით, რა ლოგიკით და სად ხდებოდა საქართველოს ჩანაცვლება. შემდგომ ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი, რა გეგმით მოძრაობდნენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები ბრიუსელის ბიუროკრატიაშია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.მისი თქმით, ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ვერ აღიქვამს.მინისტრმა ასევე არასერიოზული უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს საქართველომ სატრანზიტო მნიშვნელობა დაკარგა. მისი თქმით, მოქმედი მარშრუტები, ათწლეულების განმავლობაში ნაშენები გზები, რომელსაც ევროპაში მიაქვს ენერგორესურსები, სტრატეგიულ მნიშვნელობას ინარჩუნებენ.„მცდელობები არის, არა მხოლოდ გზებისა და მარშრუტების, ხედავთ ევროინტეგრაციის ნაწილშიც ცდილობენ გარკვეული კონკურენციის გაჩენას რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ასევე ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/05/296974769_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_be5f02c4d7b02d73a7bb1ab366b7c2e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სომხეთი, აზერბაიჯანი, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სომხეთი, აზერბაიჯანი, კავკასია
საქართველოს გვერდს ვერ აუვლიან - ბოჭორიშვილი რეგიონში ქვეყნის როლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიტიკური და ლოჯისტიკური იზოლირების მცდელობებს „რეალობას მოწყვეტილი“ უწოდა და ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიულ შეუცვლელობას ტრანსკონტინენტური დაკავშირებადობის პროექტებში.
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონულ დღის წესრიგში თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, სატრანსპორტო მარშრუტების და დაკავშირებადობის პროექტებში მონაწილეობის გამო და განცხადებების იმის შესახებ, თითქოს ქვეყანა პერსპექტივებს კარგავს, სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მნიშვნელობა ნათლად გამოჩნდა ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე, სადაც რეგიონული დაკავშირებადობის და თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.
„თითქოს ჩვენ პერსპექტივას და შესაძლებლობას ვკარგავთ - ეს ისეთივე უსაფუძვლო და არასერიოზული ნარატივია, როგორიც ამ წლების განმავლობაში ბევრი მოვისმინეთ და ამიტომაც ვერასდროს იყვნენ ამ ნარატივების ავტორები დამაჯერებლები, რადგან თავიანთ პოზიციებს ტყუილზე ამყარებენ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მინისტრის თქმით, სატრანსპორტო დერეფნების, დაკავშირებადობასა და შავი ზღვის როლის შესახებ საუბრისას, საქართველოს როგორც რეგიონებს შორის დამაკავშირებელი რგოლის იგნორირება შეუძლებელია.
მისი თქმით, დაკავშირებადობის შესახებ დისკუსიებში ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლების და ევროკომისიის ხელმძღვანელობის ჩართულობა ადასტურებს თბილისის პოზიციების მნიშვნელობას რეგიონულ პროცესებში.
„როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაკავშირებადობაზე საუბრობენ, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი თავად იღებდა მონაწილეობას დაკავშირებადობის შესახებ დისკუსიებში, იქ რა თქმა უნდა საქართველოს პოზიციები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა უნდა განვავითაროთ პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებთან, უშუალო მეზობლებთან, რადგან მათ გარეშე ჩვენთვისაც რთულია ამ ფუნქციის შესრულება“, - აღნიშნა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა ცენტრალური აზიის მზარდი მნიშვნელობა და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოება მას შემდეგ რაც აზერბაიჯანი ჩაერთო ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მეზობელ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე.
„დღეს ეს პატარა რეგიონი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როდესაც გარშემო ცეცხლის ალშია გახვეული ორი დიდი რეგიონი. ეს უნდა გამოვიყენოთ სწორად, ამიტომაც ვიცავთ ამ ქვეყანაში სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, რეგიონის ქვეყნებს კარგად აქვთ გააზრებული საკუთარი როლი და მნიშვნელობა და ამიტომ საქართველოს სხვა ქვეყნებით „ჩანაცვლებაზე“ საუბარი არასერიოზულია.
„ამ რეგიონში სამივე ქვეყანამ კარგად ვიცით ჩვენი როლი, ჩვენი ფასი, შესაბამისად, თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ გააღვივოს არასაჭირო კონკურენცია, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მოკლებულია რეალურ შესაძლებლობებს, რომ ვინმემ ამ მხრივ წარმატებას მიაღწიოს“, - აღნიშნა მან.
მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთით ჩანაცვლებაზე ადრეც საუბრობდნენ.
„რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირის ბიუროკრატიიდან, მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტში ვიყავი, ჩემთან საუბარში ახსენა ასეთი რამ: ახლა თქვენ ჩაგანაცვლებთ სომხეთით და ნახავთ მერე როგორ იქნება ამბავიო. მაშინ კი ვფიქრობდით როგორ შეიძლებოდა ჩაენაცვლებინა ბიუროკრატიას საქართველო სომხეთით, რა ლოგიკით და სად ხდებოდა საქართველოს ჩანაცვლება. შემდგომ ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი, რა გეგმით მოძრაობდნენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები ბრიუსელის ბიუროკრატიაშია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ვერ აღიქვამს.
მინისტრმა ასევე არასერიოზული უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს საქართველომ სატრანზიტო მნიშვნელობა დაკარგა. მისი თქმით, მოქმედი მარშრუტები, ათწლეულების განმავლობაში ნაშენები გზები, რომელსაც ევროპაში მიაქვს ენერგორესურსები, სტრატეგიულ მნიშვნელობას ინარჩუნებენ.
„მცდელობები არის, არა მხოლოდ გზებისა და მარშრუტების, ხედავთ ევროინტეგრაციის ნაწილშიც ცდილობენ გარკვეული კონკურენციის გაჩენას რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ასევე ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.