https://sputnik-georgia.com/20260505/soadze-skolebis-msheneblobas-sheexo-298444160.html
მინისტრი: საქართველოს სასკოლო ინფრასტრუქტურა სერიოზული გამოწვევაა მთავრობისთვის
მინისტრი: საქართველოს სასკოლო ინფრასტრუქტურა სერიოზული გამოწვევაა მთავრობისთვის
Sputnik საქართველო
მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც გასული წლის სექტემბერში იქნა მიღებული, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულად დაექვემდებარა ინფრასტრუქტურის... 05.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-05T20:13+0400
2026-05-05T20:13+0400
2026-05-05T20:13+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/01/275375239_890:0:3048:1214_1920x0_80_0_0_6fc2fcb97741bb94ef8fdabaa4e7e45f.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც არსებული ვითარება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პირველი არხის ეთერში. საქართველოში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი 2022 წლის შემოდგომიდან დაიწყო. 1 მლრდ ლარის ღირებულების პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ არის მიმართული, რომლითაც ისარგებლებს 230 ათასზე მეტი მოსწავლე. მინისტრის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის სექტემბერში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულად გადაეცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს - აღნიშნული ცვლილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც გაუქმდა სააგენტო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ESIDA), რომელიც სკოლების მშენებლობას კურირებდა.„ეს პროცესები როდესაც სამინისტროში გადმოვიდა, საკმაოდ მძიმე რეალობასთან მოგვიწია შეხება – მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია, გაჩერებული მშენებლობები, არასრულყოფილი და ზოგ შემთხვევაში საერთოდ არარსებული პროექტები“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, სამინისტრო სრულად იზიარებს მშობლებისა და მოსწავლეების უკმაყოფილებას, რადგან წლების განმავლობაში ბავშვებს ხშირად არ ჰქონდათ სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა. სოხაძის განმარტებით, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს შესაბამის პროექტებს. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად ურთიერთობს ადგილობრივ მოსახლეობასთან და უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას. მსგავსი პრობლემები მწვავედ დგას არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც. ამ გამოწვევის დასაძლევად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიმუშაოს სკოლების ტიპური პროექტები, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მშენებლობის პროცესს. სოხაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და პროცესში ჩართულია მრავალი სახელმწიფო უწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაოების შეუფერხებლად მიმდინარეობა. მისი განცხადებით, სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს, რათა მრავალწლიანი პრობლემები დროულად გადაიჭრას და მოსწავლეებისთვის ღირსეული სასწავლო გარემო შეიქმნას. გარდა ამისა, სოხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო სამშენებლო კომპანიებმა მკაცრად დაიცვან დადგენილი სტანდარტები – სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით კომპრომისები არ იქნება
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/01/275375239_1351:0:2970:1214_1920x0_80_0_0_a44c880e4c10a9272c28c1398d2a0e69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები
მინისტრი: საქართველოს სასკოლო ინფრასტრუქტურა სერიოზული გამოწვევაა მთავრობისთვის
მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც გასული წლის სექტემბერში იქნა მიღებული, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულად დაექვემდებარა ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც არსებული ვითარება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პირველი არხის ეთერში.
საქართველოში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი 2022 წლის შემოდგომიდან დაიწყო. 1 მლრდ ლარის ღირებულების პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ არის მიმართული, რომლითაც ისარგებლებს 230 ათასზე მეტი მოსწავლე.
„არსებული ვითარება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც ხელისუფლება ღიად აღიარებს და აქტიურად მუშაობს მის გადასაჭრელად“, -განაცხადა სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის სექტემბერში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულად გადაეცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს - აღნიშნული ცვლილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც გაუქმდა სააგენტო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ESIDA), რომელიც სკოლების მშენებლობას კურირებდა.
„ეს პროცესები როდესაც სამინისტროში გადმოვიდა, საკმაოდ მძიმე რეალობასთან მოგვიწია შეხება – მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია, გაჩერებული მშენებლობები, არასრულყოფილი და ზოგ შემთხვევაში საერთოდ არარსებული პროექტები“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სამინისტრო სრულად იზიარებს მშობლებისა და მოსწავლეების უკმაყოფილებას, რადგან წლების განმავლობაში ბავშვებს ხშირად არ ჰქონდათ სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
„ეს არის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრიორიტეტი, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა სოხაძემ.
სოხაძის განმარტებით, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს შესაბამის პროექტებს. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად ურთიერთობს ადგილობრივ მოსახლეობასთან და უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას.
მსგავსი პრობლემები მწვავედ დგას არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც. ამ გამოწვევის დასაძლევად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიმუშაოს სკოლების ტიპური პროექტები, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მშენებლობის პროცესს.
„მზა პროექტების არსებობა საშუალებას მოგვცემს, აღარ დავკარგოთ დრო თითოეული სკოლის ინდივიდუალური პროექტირების პროცესში და სამუშაოები გაცილებით სწრაფად განხორციელდეს“, – განაცხადა მინისტრმა.
სოხაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და პროცესში ჩართულია მრავალი სახელმწიფო უწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაოების შეუფერხებლად მიმდინარეობა.
მისი განცხადებით, სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს, რათა მრავალწლიანი პრობლემები დროულად გადაიჭრას და მოსწავლეებისთვის ღირსეული სასწავლო გარემო შეიქმნას.
გარდა ამისა, სოხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო სამშენებლო კომპანიებმა მკაცრად დაიცვან დადგენილი სტანდარტები – სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით კომპრომისები არ იქნება