https://sputnik-georgia.com/20260505/papuashvili-tbilistan-dialogi-evrokavshirs-schirdeba-298446915.html
პარლამენტის თავმჯდომარე: თბილისთან დიალოგი ახლა თავად ევროკავშირს სჭირდება
პარლამენტის თავმჯდომარე: თბილისთან დიალოგი ახლა თავად ევროკავშირს სჭირდება
Sputnik საქართველო
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირმა გლობალურ პოლიტიკაში წამყვანი მოთამაშის როლი დაკარგა. 05.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-05T21:00+0400
2026-05-05T21:00+0400
2026-05-05T21:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277030108_0:126:3195:1923_1920x0_80_0_0_64c8c2915f818cdeecd96898f5faaacb.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ევროკავშირი თავად არის დაინტერესებული საქართველოსთან, როგორც დამაკავშირებელ რგოლთან, დიალოგით, რადგანაც ის მსოფლიოში საკუთარ პოზიციას კარგავს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „თბილისი კვლავ რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში, საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით მოძრაობს“.როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა გლობალურ პოლიტიკაში წამყვანი მოთამაშის როლი დაკარგა.„ევროკავშირმა მსოფლიო პოლიტიკაში საკუთარი როლი, ფაქტობრივად, სრულად დაკარგა. ვხედავთ, რომ მათ აზრს გლობალურ საკითხებში ანგარიშს აღარ უწევენ. მეტიც, მათ სიტყვას აღარც რეგიონულ დონეზე აქვს განსაკუთრებული წონა", - განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277030108_232:0:2963:2048_1920x0_80_0_0_55318d6916c403efa090648c19805d11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარე: თბილისთან დიალოგი ახლა თავად ევროკავშირს სჭირდება
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირმა გლობალურ პოლიტიკაში წამყვანი მოთამაშის როლი დაკარგა.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ევროკავშირი თავად არის დაინტერესებული საქართველოსთან, როგორც დამაკავშირებელ რგოლთან, დიალოგით, რადგანაც ის მსოფლიოში საკუთარ პოზიციას კარგავს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „თბილისი კვლავ რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში, საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით მოძრაობს“.
„პირველ ყოვლისა, საქართველოსთან დიალოგი ევროკავშირის ინტერესებში შედის, რადგანაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს ევროკავშირის დამაკავშირებელ რგოლს იმ რესურსებთან ან მარშრუტებთან, რომლებიც მნიშვნელოვანია სტაგნაციაში მყოფი ევროკავშირის ეკონომიკისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა გლობალურ პოლიტიკაში წამყვანი მოთამაშის როლი დაკარგა.
„ევროკავშირმა მსოფლიო პოლიტიკაში საკუთარი როლი, ფაქტობრივად, სრულად დაკარგა. ვხედავთ, რომ მათ აზრს გლობალურ საკითხებში ანგარიშს აღარ უწევენ. მეტიც, მათ სიტყვას აღარც რეგიონულ დონეზე აქვს განსაკუთრებული წონა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.