https://sputnik-georgia.com/20260505/kobaxidze-chinel-xalxs-usamzimrebs-298442463.html
კობახიძე ჩინეთში მომხდარი ტრაგედიის გამო ჩინელს ხალხს უსამძიმრებს
კობახიძე ჩინეთში მომხდარი ტრაგედიის გამო ჩინელს ხალხს უსამძიმრებს
Sputnik საქართველო
ჩინეთის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს სრულყოფილი გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ მოუწოდა. 05.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-05T15:23+0400
2026-05-05T15:23+0400
2026-05-05T15:23+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/15/297723091_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_3e6d326e4494513757baf92d4623c312.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. გუშინ, 4 მაისს ჩინეთში, ჰუნანის პროვინციის ქალაქ ლიუიანგიში პიროტექნიკის ქარხანა Huasheng Fireworks-ში აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაშავდა. შემთხვევის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე პიროტექნიკის წარმოება სრულად შეჩერდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 500 ადამიანი იყო ჩართული. ძლიერი აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა აფეთქების ტალღამ 300-400 მეტრის რადიუსში შენობები დააზიანა. ახლომდებარე საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელდა. შემთხვევას გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და შესაბამის სამსახურებს სრულყოფილი გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ მოუწოდა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/15/297723091_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_f8a4609b12b2f9ea8b379c777767e4a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, შემთხვევები საქართველოში
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, შემთხვევები საქართველოში
კობახიძე ჩინეთში მომხდარი ტრაგედიის გამო ჩინელს ხალხს უსამძიმრებს
ჩინეთის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს სრულყოფილი გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ მოუწოდა.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
გუშინ, 4 მაისს ჩინეთში, ჰუნანის პროვინციის ქალაქ ლიუიანგიში პიროტექნიკის ქარხანა Huasheng Fireworks-ში აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაშავდა. შემთხვევის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე პიროტექნიკის წარმოება სრულად შეჩერდა.
„ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფეიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა, ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს - გამძლეობას“, - დაწერა მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 500 ადამიანი იყო ჩართული. ძლიერი აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა აფეთქების ტალღამ 300-400 მეტრის რადიუსში შენობები დააზიანა. ახლომდებარე საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელდა.
შემთხვევას გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და შესაბამის სამსახურებს სრულყოფილი გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ მოუწოდა.