აბაშაში მამაკაცმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2026
გამოწერა
დანაშაული 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სამართალდაცველებმა სამეგრელოში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 67 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეზობელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - 37 წლის მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0