https://sputnik-georgia.com/20260504/machavariani-evrointegraciis-procesi-gacilebit-adre-shecherda-298428598.html
სუვერენიტეტის ფასი: „ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის უკმაყოფილების მიზეზი დაასახელეს
სუვერენიტეტის ფასი: „ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის უკმაყოფილების მიზეზი დაასახელეს
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ევროპული სტრუქტურები ევროინტეგრაციის თემას, როგორც პოლიტიკური შანტაჟისა და ზეწოლის ინსტრუმენტს, კვლავაც იყენებენ 04.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-04T15:00+0400
2026-05-04T15:00+0400
2026-05-04T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბრიუსელი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:319:960:859_1920x0_80_0_0_79f5156fea18e23ae58c4b6601da34fe.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ბრიუსელისთვის საქართველოს მიერ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ გახდა მიუღებელი, რამაც ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია, განაცხადასაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიუსელთან უთანხმოება იმ ფონზე გამწვავდა, როდესაც რეგიონული კრიზისის პირობებში საქართველომ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ხელისუფლებამ პრიორიტეტად სუვერენიტეტის შენარჩუნება დაასახელა და კონფლიქტში „პროქსი“ ძალად მონაწილეობაზე უარი თქვა, დასძინა მან.დეპუტატის თქმით, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებენ, „პრორუსულის“ იარლიყს აწებებენ. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ბრიუსელის დღის წესრიგში ისეთი სადავო საკითხებია, როგორიცაა იდეოლოგიური დღის წესრიგი და მიგრაციული პოლიტიკა, მათი კრიტიკა კი ევროპული სტრუქტურების მხრიდან ნეგატიურ რეაქციას იწვევს.მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ევროპული ინსტიტუტები დაინტერესებული არიან საქართველოში ლოიალური ხელისუფლების ჩამოყალიბებით, რომელიც ორიენტირებული იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გატარებაზე. ამ კონტექსტში მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ახსენა და ოპოზიციის სასარგებლოდ განხორციელებულ „უპრეცედენტო ჩარევაზე“ განაცხადა.დეპუტატის თქმით, არჩევნების შემდეგ ევროპელი წარმომადგენლები, მათ შორის, საპარლამენტო დელეგაციები, საპროტესტო აქციებზე გამოჩნდნენ, რაც პოლიტიკოსმა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.„ეს პირდაპირი ჩარევაა. მათ ხელისუფლებაში ისეთი ძალების ხილვა სურთ, რომლებიც საქართველოში პროქსი-პოლიტიკას გაატარებენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია არ დათანხმდა იმ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ იგი ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში – საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებამდე რამდენიმე თვით ადრე შეჩერდა.მისი თქმით, ბრიუსელმა ამის მიზეზად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ლგბტ-პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონები დაასახელა და მათი გაუქმება მოითხოვა. მაჭავარიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ ინიციატივების გაწვევას არ აპირებს, რადგანაც ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და შიდა პოლიტიკისთვის მათ მნიშვნელოვნად მიიჩნევს.„ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, რის საპასუხოდაც ევროინტეგრაციის პროცესი შეგვიჩერეს“, – განაცხადა მან.“როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, პროცესის შეჩერების მიუხედავად ევროპული სტრუქტურები კვლავაც იყენებენ ევროინტეგრაციის თემას, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს. მისი მოსაზრებით, აღნიშნულმა, შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და პოლიტიკური მობილიზაციისთვის იქნას გამოყენებული.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება შემოიფარგლება კომუნიკაციით დიპლომატიური მისიების მეშვეობით და ასევე სატელეფონო საუბრით პრემიერ ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.
საქართველო
ბრიუსელი
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:154:960:874_1920x0_80_0_0_ea06758dfc0244b2880c13f3560cf6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბრიუსელი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბრიუსელი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
სუვერენიტეტის ფასი: „ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის უკმაყოფილების მიზეზი დაასახელეს
დეპუტატის თქმით, ევროპული სტრუქტურები ევროინტეგრაციის თემას, როგორც პოლიტიკური შანტაჟისა და ზეწოლის ინსტრუმენტს, კვლავაც იყენებენ
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ბრიუსელისთვის საქართველოს მიერ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ გახდა მიუღებელი, რამაც ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია, განაცხადასაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიუსელთან უთანხმოება იმ ფონზე გამწვავდა, როდესაც რეგიონული კრიზისის პირობებში საქართველომ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ხელისუფლებამ პრიორიტეტად სუვერენიტეტის შენარჩუნება დაასახელა და კონფლიქტში „პროქსი“ ძალად მონაწილეობაზე უარი თქვა, დასძინა მან.
დეპუტატის თქმით, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებენ, „პრორუსულის“ იარლიყს აწებებენ. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ბრიუსელის დღის წესრიგში ისეთი სადავო საკითხებია, როგორიცაა იდეოლოგიური დღის წესრიგი და მიგრაციული პოლიტიკა, მათი კრიტიკა კი ევროპული სტრუქტურების მხრიდან ნეგატიურ რეაქციას იწვევს.
„ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი, ვინ ამ ყველაფერს აკრიტიკებს, მათი სამიზნე ხდება და მაშინვე ხდება „პრორუსის“ იარლიყის მიწებება, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ევროპული ინსტიტუტები დაინტერესებული არიან საქართველოში ლოიალური ხელისუფლების ჩამოყალიბებით, რომელიც ორიენტირებული იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გატარებაზე. ამ კონტექსტში მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ახსენა და ოპოზიციის სასარგებლოდ განხორციელებულ „უპრეცედენტო ჩარევაზე“ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, არჩევნების შემდეგ ევროპელი წარმომადგენლები, მათ შორის, საპარლამენტო დელეგაციები, საპროტესტო აქციებზე გამოჩნდნენ, რაც პოლიტიკოსმა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.
„ეს პირდაპირი ჩარევაა. მათ ხელისუფლებაში ისეთი ძალების ხილვა სურთ, რომლებიც საქართველოში პროქსი-პოლიტიკას გაატარებენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია არ დათანხმდა იმ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„რა თქმა უნდა, მათ არ სურთ ეროვნული ხელისუფლება. მათ სურთ ისეთი ტიპის ხელისუფლება, რომელიც, პირველ რიგში, გაითვალისწინებს ბრიუსელის ინტერესებს, აბსოლუტურად დათმობს სუვერენიტეტს, როგორც ეს იყო „ქართული ონების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე და არ იხელმძღვანელებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. „ქართული ოცნება“ მათ ამაში არ ადგებათ, რაშიც ბევრჯერ დარწმუნდნენ", - განაცხადა პარლამენტის წევრმა.
ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ იგი ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში – საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებამდე რამდენიმე თვით ადრე შეჩერდა.
მისი თქმით, ბრიუსელმა ამის მიზეზად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ლგბტ-პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონები დაასახელა და მათი გაუქმება მოითხოვა. მაჭავარიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ ინიციატივების გაწვევას არ აპირებს, რადგანაც ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და შიდა პოლიტიკისთვის მათ მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
„ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, რის საპასუხოდაც ევროინტეგრაციის პროცესი შეგვიჩერეს“, – განაცხადა მან.“
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, პროცესის შეჩერების მიუხედავად ევროპული სტრუქტურები კვლავაც იყენებენ ევროინტეგრაციის თემას, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს. მისი მოსაზრებით, აღნიშნულმა, შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და პოლიტიკური მობილიზაციისთვის იქნას გამოყენებული.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება შემოიფარგლება კომუნიკაციით დიპლომატიური მისიების მეშვეობით და ასევე სატელეფონო საუბრით პრემიერ ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.