https://sputnik-georgia.com/20260503/magaziebi-ziritad-produqtebze-specialur-pasebs-daaweseben-298422726.html
„საოჯახო კალათა" - მაღაზიები ძირითად სასურსათო პროდუქტებზე სპეციალურ ფასებს შემოიღებენ
„საოჯახო კალათა" - მაღაზიები ძირითად სასურსათო პროდუქტებზე სპეციალურ ფასებს შემოიღებენ
Sputnik საქართველო
საუბარია თავად სავაჭრო ქსელების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შერჩეულ პროდუქტებზე, რათა ძირითადი პროდუქტები მოსახლეობისთვის უფრო მეტად... 03.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-03T21:01+0400
2026-05-03T21:01+0400
2026-05-03T21:01+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262216185_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_fa4a9ef886e8d04dd65f01d42af00037.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს რითეილ ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება დაიწყეს, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.ინიციატივა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის შემაჯამებელი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ იქნა წარდგენილი.საუბარია თავად სავაჭრო ქსელების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შერჩეულ პროდუქტებზე, რათა ძირითადი პროდუქტები მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.როგორც „რითეილ ასოციაციაში“ აღნიშნეს, ისინი გაეცნენ დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც ეფუძნება არა ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპების გამოყენებით. ასოციაციაში ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე.„ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ-სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.ასოციაციაში დასძინეს, რომ მზად არიან გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები.1-ელ მაისს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელმა საპარლამენტო დროებითმა კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც მოცემულია ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციები ფასების შესამცირებლად. დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციებს ფასების შემცირებისა და ბაზრის გამჭვირვალობის გაზრდის შესახებ, თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი ან ხელოვნურად შემცირებული ფასები ბაზარზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს.კომისიის ანგარიში განსახილველად წარედგინება მთავრობას, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტს, კომისიის მიერ რეკომენდებული ღონისძიებებიდან რომელი უნდა განხორციელდეს.საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262216185_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_25909778ceb40faacfaa06372965750c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
„საოჯახო კალათა" - მაღაზიები ძირითად სასურსათო პროდუქტებზე სპეციალურ ფასებს შემოიღებენ
საუბარია თავად სავაჭრო ქსელების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შერჩეულ პროდუქტებზე, რათა ძირითადი პროდუქტები მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს რითეილ ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება დაიწყეს, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
ინიციატივა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის შემაჯამებელი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ იქნა წარდგენილი.
საუბარია თავად სავაჭრო ქსელების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შერჩეულ პროდუქტებზე, რათა ძირითადი პროდუქტები მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
როგორც „რითეილ ასოციაციაში“ აღნიშნეს, ისინი გაეცნენ დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც ეფუძნება არა ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპების გამოყენებით.
„აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის", - ნათქვამია განცხადებაში.
ასოციაციაში ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე.
„ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ-სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ასოციაციაში დასძინეს, რომ მზად არიან გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები.
1-ელ მაისს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელმა საპარლამენტო დროებითმა კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც მოცემულია ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციები ფასების შესამცირებლად.
დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციებს ფასების შემცირებისა და ბაზრის გამჭვირვალობის გაზრდის შესახებ, თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი ან ხელოვნურად შემცირებული ფასები ბაზარზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს.
კომისიის ანგარიში განსახილველად წარედგინება მთავრობას, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტს, კომისიის მიერ რეკომენდებული ღონისძიებებიდან რომელი უნდა განხორციელდეს.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.