ბათუმში „სასწრაფო დახმარება" ქვეითებს დაეჯახა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2026
გამოწერა
დაშავებულთა შორის ერთი მოზარდია - აღნიშნული პირები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა, იუწყება ,,აჭარა თაიმსი".
შემთხვევა გუდიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაზე, გუშინ, ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთი მოზარდია - აღნიშნული პირები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
ყველა ახალი ამბავი
0