საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaნარკოტიკების პარტიის განადგურება
ნარკოტიკების პარტიის განადგურება - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2026
გამოწერა
ბრალდებულს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით შემოჰქონდა.
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
41 წლის მამაკაცს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედება.
სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. მის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა" და „ამფეტამინი" ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0