https://sputnik-georgia.com/20260430/mdinaraze-samartalodamcavi-organoebis-koordinaciis-sakitxebsi-saxelmwifo-ministri-gaxda-298380772.html
მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდა
მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდა
Sputnik საქართველო
ცვლილებები არ ითვალისწინებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას. 30.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-30T19:05+0400
2026-04-30T19:05+0400
2026-04-30T19:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589951_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_f9a74e2a0cafcd14decd111b8178ea39.jpg
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. შესაბამის დომკუმენტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მოაწერა ხელი. მთავროის მეთაურის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება. საქართველოს პარლამენტმა "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მინისტრების რაოდენობა ორამდე გაიზარდა, მესამე მოსმენით მხარი გუშინ დაუჭირა. ამასთან ცვლილებები არ ითვალისწინებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას და მის მატერიალურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საკუთარ თავზე მთავრობა აიღებს. განათლებით იურისტმა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. შემდეგ მან ადვოკატის ლიცენზია მიიღო და 2007-2014 წლებში "თბილისის იურიდიული ცენტრის" მმართველი პარტნიორი და ადვოკატი იყო. შემდეგ მან საკუთარი კომპანია — "მდინარაძე და პარტნიორები" დააფუძნა. მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა. ამ პოზიციაზე ყოფნისას მან საზოგადოებას არაერთი კორუფციული სკანდალის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და უცხოური ძალების მხრიდან ზეგავლენის მოხდენის ფაქტების გამოვლენით დაამახსოვრა თავი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589951_72:0:1211:854_1920x0_80_0_0_08d74eb52562636abb16381a2e8b87f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა
მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდა
ცვლილებები არ ითვალისწინებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას.
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. შესაბამის დომკუმენტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მოაწერა ხელი.
მთავროის მეთაურის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.
საქართველოს პარლამენტმა "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მინისტრების რაოდენობა ორამდე გაიზარდა, მესამე მოსმენით მხარი გუშინ დაუჭირა.
ამასთან ცვლილებები არ ითვალისწინებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას და მის მატერიალურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საკუთარ თავზე მთავრობა აიღებს.
განათლებით იურისტმა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. შემდეგ მან ადვოკატის ლიცენზია მიიღო და 2007-2014 წლებში "თბილისის იურიდიული ცენტრის" მმართველი პარტნიორი და ადვოკატი იყო. შემდეგ მან საკუთარი კომპანია — "მდინარაძე და პარტნიორები" დააფუძნა.
მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა. ამ პოზიციაზე ყოფნისას მან საზოგადოებას არაერთი კორუფციული სკანდალის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და უცხოური ძალების მხრიდან ზეგავლენის მოხდენის ფაქტების გამოვლენით დაამახსოვრა თავი.