ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს

© photo: Sputnik / Stringerტურისტები ბათუმში
ტურისტები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2026
გამოწერა
გამოფენაზე ტურიზმის სფეროს 100-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ვიზიტორებს ტურისტულ სერვისებს, პროდუქტებსა და მიმართულებებს სთავაზობს.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ბათუმში სასტუმრო აღჭურვილობისა და ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ღონისძიება, რომელიც საგამოფენო კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით იმართება, სასტუმრო "შერატონში" გაიხსნა და 2 მაისს დასრულდება. მასზე დასწრება თავისუფალია.
გამოფენაზე ტურიზმის სფეროს 100-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ვიზიტორებს ტურისტულ სერვისებს, პროდუქტებსა და მიმართულებებს სთავაზობს.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად გამოფენაზე სპეციალური სტენდითაა წარმოდგენილი აჭარის ტურისტული პროდუქტებიც, სადაც სტუმრებს რეგიონის სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
გამოფენის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და მასტერკლასი.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაში მონაწილეობენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები და რესტორნები, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, მუნიციპალიტეტები, აჭარის მუზეუმი და ასოციაციები.
ყველა ახალი ამბავი
0