2024-2025 წლების საპროტესტო აქციები: რამდენი ადამიანი დაშავდა პოლიციის ქმედებების შედეგად?

© Sputnik / STRINGERაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2026
გამოწერა
პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, ამ დროისთვის სულ 16 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციელთა ქმედებების შედეგად დაზარალებულად 149 პირი ცნო, ნათქვამია პარლამენტის დეპუტატების მოთხოვნის პასუხად უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში საპროტესტო ტალღა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორდა. აქციები პერიოდულად პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა და დარბევით სრულდებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, ამ დროისთვის სულ 16 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
„ამ ეტაპზე კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხორციელდება. აღნიშნულ საქმეებზე, ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოძიების უზრუნველსაყოფად, ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, — ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
პროკურატურის მონაცემებით, ოფიციალურად დაზარალებულად ცნობილ 149 პირს შორის 16 ჟურნალისტია.
ამ დროისთვის თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება, თუმცა მასში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0