https://sputnik-georgia.com/20260429/narkodanashaulis-braldebit-84-piri-daakaves-298356736.html
ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს
ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 29.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-29T12:26+0400
2026-04-29T12:26+0400
2026-04-29T12:26+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, შსს-ის ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედებით დაადგინა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდით მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ. ასევე რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. უწყების ცნობით, აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 2,5 ათასზე აბზე მეტი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე,
შსს-ის ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედებით დაადგინა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდით მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ. ასევე რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“და სხვ.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
უწყების ცნობით, აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 2,5 ათასზე აბზე მეტი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.