https://sputnik-georgia.com/20260429/isurvege-dargvea-daudginda-298357619.html
Isurve.ge-ს დარღვევა დაუდგინდა: რას ედავება კონკურენციის სააგენტო ონლაინ-მაღაზიას
Isurve.ge-ს დარღვევა დაუდგინდა: რას ედავება კონკურენციის სააგენტო ონლაინ-მაღაზიას
Sputnik საქართველო
მოვაჭრეს დაევალა 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს. 29.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-29T14:24+0400
2026-04-29T14:24+0400
2026-04-29T14:24+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საქართველოს ბიზნესგარემო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259792055_0:181:2997:1867_1920x0_80_0_0_be4a14692e7699437c6dac868f94e228.jpg
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ისურვეს" 78 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, მომხმარებლების განცხადებებში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი ნივთების მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა. საქმის შესწავლისას დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულების პირობებით შეთანხმებული საქონლის მიწოდების ნაწილშიც. ამასთან, GCCA-მა აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა შეკვეთის გაუქმების შემდგომ მოვაჭრის მიერ თანხის დაბრუნების მაქსიმალური ვადა - 14 კალენდარული დღე, რომლის გადაცილებაც სააგენტოს მიერ არაგონივრულად იქნება მიჩნეული. მოვაჭრეს დაევალა 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს.12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259792055_133:0:2864:2048_1920x0_80_0_0_42f2d9d4a429dc019ed9ccd5578bff69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს ბიზნესგარემო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს ბიზნესგარემო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
Isurve.ge-ს დარღვევა დაუდგინდა: რას ედავება კონკურენციის სააგენტო ონლაინ-მაღაზიას
მოვაჭრეს დაევალა 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს.
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ისურვეს" 78 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მომხმარებლების განცხადებებში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი ნივთების მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა. საქმის შესწავლისას დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულების პირობებით შეთანხმებული საქონლის მიწოდების ნაწილშიც.
„მოვაჭრის ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, GCCA-მა აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა შეკვეთის გაუქმების შემდგომ მოვაჭრის მიერ თანხის დაბრუნების მაქსიმალური ვადა - 14 კალენდარული დღე, რომლის გადაცილებაც სააგენტოს მიერ არაგონივრულად იქნება მიჩნეული.
მოვაჭრეს დაევალა 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს.
12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.