https://sputnik-georgia.com/20260429/chinuri-kompania-qaris-eleqtrosadgurs-aashenebs-298351320.html
ჩინური კომპანია საქართველოში ქარის ელექტროსადგურს ააშენებს
ჩინური კომპანია საქართველოში ქარის ელექტროსადგურს ააშენებს
Sputnik საქართველო
პროექტს კომპანია DAYU NEW ENERGY Paravani LLC ახორციელებს, რომელიც ჩინურმა კომპანიამ საქართველოში 2022 წლის ივნისში დააფუძნა. 29.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-29T10:51+0400
2026-04-29T10:51+0400
2026-04-29T10:51+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0d/293744847_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_8a793d8d21836f158ed628a2fcf18c81.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანია DAYU NEW ENERGY LIMITED-ის ქართული შვილობილი კომპანია ფარავანთან 130 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაპლატფორმა BMG გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.კომპანია „ფარავანის“ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საღამოს ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სოფელ საღამოსგან დაახლოებით 4 კილომეტრში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2500-2800 მეტრის სიმაღლეზე, ჯავახეთის ქედზე გეგმავს.პროექტის ფარგლებში ასათვისებელ ფართობზე დაგეგმილია 21 ქარის ტურბინის განთავსება - თითოეული ტურბინის მაქსიმალური სიმძლავრე შეადგენს 6,25 მვტ-ს.ქარის ტურბინების გარდა ელექტროსადგურის კომპლექტში შედის აგრეთვე 220 კვ ძაბვის ქვესადგური და 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები, რაც მნიშვნელოვანია გამომუშავებული ელექტროენერგიის შეგროვების, ტრანსფორმაციისა და ეროვნულ ელექტროსისტემაში უსაფრთხო და საიმედო ინტეგრაციისთვის.პროექტს კომპანია DAYU NEW ENERGY Paravani LLC ახორციელებს, რომელიც ჩინურმა კომპანიამ საქართველოში 2022 წლის ივნისში დააფუძნა. პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი შეთანხმება საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 მარტის განკარგულებით გაფორმდა. ამჟამად ინვესტორმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პორტალზე დეტალური პროექტი წარადგინა, რათა კვლევის ჩატარებაზე ნებართვა მიიღოს.დღეისთვის საქართველოში ერთადერთი ქარის ელექტროსადგური „ქართლი" მუშაობს, რომელმაც 2025 წელს 79,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 2,3%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით,გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი" 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0d/293744847_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_d8d21585102d6634b420e6685c5baa28.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ჩინეთი
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ჩინეთი
ჩინური კომპანია საქართველოში ქარის ელექტროსადგურს ააშენებს
პროექტს კომპანია DAYU NEW ENERGY Paravani LLC ახორციელებს, რომელიც ჩინურმა კომპანიამ საქართველოში 2022 წლის ივნისში დააფუძნა.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანია DAYU NEW ENERGY LIMITED-ის ქართული შვილობილი კომპანია ფარავანთან 130 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაპლატფორმა BMG გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანია „ფარავანის“ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საღამოს ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სოფელ საღამოსგან დაახლოებით 4 კილომეტრში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2500-2800 მეტრის სიმაღლეზე, ჯავახეთის ქედზე გეგმავს.
პროექტის ფარგლებში ასათვისებელ ფართობზე დაგეგმილია 21 ქარის ტურბინის განთავსება - თითოეული ტურბინის მაქსიმალური სიმძლავრე შეადგენს 6,25 მვტ-ს.
ქარის ტურბინების გარდა ელექტროსადგურის კომპლექტში შედის აგრეთვე 220 კვ ძაბვის ქვესადგური და 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები, რაც მნიშვნელოვანია გამომუშავებული ელექტროენერგიის შეგროვების, ტრანსფორმაციისა და ეროვნულ ელექტროსისტემაში უსაფრთხო და საიმედო ინტეგრაციისთვის.
პროექტს კომპანია DAYU NEW ENERGY Paravani LLC ახორციელებს, რომელიც ჩინურმა კომპანიამ საქართველოში 2022 წლის ივნისში დააფუძნა. პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი შეთანხმება საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 მარტის განკარგულებით გაფორმდა. ამჟამად ინვესტორმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პორტალზე დეტალური პროექტი წარადგინა, რათა კვლევის ჩატარებაზე ნებართვა მიიღოს.
დღეისთვის საქართველოში ერთადერთი ქარის ელექტროსადგური „ქართლი" მუშაობს, რომელმაც 2025 წელს 79,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 2,3%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით,
გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი" 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.