https://sputnik-georgia.com/20260428/saqartveloshi-cebs-konperencia-imarteba-298346603.html
ინოვაცია და ბიზნესი: საქართველოში ახალი ეკონომიკურ პრიორიტეტები დაასახელეს
ინოვაცია და ბიზნესი: საქართველოში ახალი ეკონომიკურ პრიორიტეტები დაასახელეს
Sputnik საქართველო
ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველო აგრძელებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სისტემის გაძლიერებას და ამ სფეროში საერთაშორისო ინტეგრაციის გაღრმავებას. 28.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-28T18:29+0400
2026-04-28T18:29+0400
2026-04-28T18:29+0400
საქართველო
საქპატენტი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1c/298342290_0:35:2049:1187_1920x0_80_0_0_efd03f448625a1bab2ed09bd4178880c.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ისეთი პირობების შექმნისკენ ისწრაფვის, სადაც ინოვაციები, კრეატიულობა და მეწარმეობა ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.აღნიშნული განცხადება ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების (CEBS) რეგიონული კონფერენციის გახსნაზე გააკეთა. სიტყვით გამოსვლისას მან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გაძლიერებისა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჟორჟოლიანის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულების განვითარებაზე თანმიმდევრულად მუშაობს.მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სისტემის გაძლიერებას და ამ სფეროში საერთაშორისო ინტეგრაციის გაღრმავებას.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ დიზაინერებსა და მეწარმეებს წვდომა ჰქონდეთ დაცვის თანამედროვე, ეფექტურ და საერთაშორისოდ აღიარებულ მექანიზმებზე. დარწმუნებული ვარ, ეს კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ახალ თანამშრომლობასა და ინიციატივებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კრეატიული ეკონომიკის განვითარების კუთხით“, — აღნიშნა მან.ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის — „საქპატენტის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგატები მონაწილეობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1c/298342290_209:0:1838:1222_1920x0_80_0_0_53bf9bafe2fca865d9c7f1a66972c177.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქპატენტი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, საქპატენტი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
ინოვაცია და ბიზნესი: საქართველოში ახალი ეკონომიკურ პრიორიტეტები დაასახელეს
ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველო აგრძელებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სისტემის გაძლიერებას და ამ სფეროში საერთაშორისო ინტეგრაციის გაღრმავებას.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ისეთი პირობების შექმნისკენ ისწრაფვის, სადაც ინოვაციები, კრეატიულობა და მეწარმეობა ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
აღნიშნული განცხადება ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების (CEBS) რეგიონული კონფერენციის გახსნაზე გააკეთა. სიტყვით გამოსვლისას მან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გაძლიერებისა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჟორჟოლიანის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულების განვითარებაზე თანმიმდევრულად მუშაობს.
„ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ინოვაციებს, კრეატიულობასა და მეწარმეობას ძლიერი მხარდაჭერა ექნება და ისინი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა. დღეს დიზაინი წარმოადგენს სტრატეგიულ ბიზნეს-აქტივს, რომელიც ზრდის პროდუქტის საბაზრო ღირებულებას და აძლიერებს კონკურენტუნარიანობას“, — განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სისტემის გაძლიერებას და ამ სფეროში საერთაშორისო ინტეგრაციის გაღრმავებას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ დიზაინერებსა და მეწარმეებს წვდომა ჰქონდეთ დაცვის თანამედროვე, ეფექტურ და საერთაშორისოდ აღიარებულ მექანიზმებზე. დარწმუნებული ვარ, ეს კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ახალ თანამშრომლობასა და ინიციატივებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კრეატიული ეკონომიკის განვითარების კუთხით“, — აღნიშნა მან.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის — „საქპატენტის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგატები მონაწილეობენ.