https://sputnik-georgia.com/20260428/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministrom-germanias-morigi-nota-gaugzavna-298341399.html
საქართველოს საგარეო უწყებამ გერმანიას მორიგი ნოტა გაუგზავნა
საქართველოს საგარეო უწყებამ გერმანიას მორიგი ნოტა გაუგზავნა
Sputnik საქართველო
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია... 28.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-28T15:29+0400
2026-04-28T15:29+0400
2026-04-28T15:29+0400
საქართველო
გერმანია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა თხოვნით, განახლდეს გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია. გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 29 დეკემბრიდან პრეზიდენტის პოსტს მიხეილ ყაველაშვილი იკავებს. ანალოგიურად, საგარეო საქმეთა მინისტრად კვლავ ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული, მაშინ როცა 2024 წლის 1-ელი დეკემბრიდან უწყებას მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაციის განახლება ქართულმა მხარემ 2026 წლის 4 მარტსაც მოითხოვა ვერბალური ნოტით, რის შემდეგაც საქართველოს საგარეო უწყებას ეცნობა, რომ მსგავსი ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავების პერიოდი 4 კვირას მოიცავს. არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია კვლავ მოძველებული სახითაა განთავსებული. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია ქვეყნის მიმართ გამოხატული უპატივცემულობაა. გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში. ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს. 2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. საქართველო და გერმანია ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება. გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს. 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან. გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. 2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. 2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს საგარეო უწყებამ გერმანიას მორიგი ნოტა გაუგზავნა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.
თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა თხოვნით, განახლდეს გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია.
გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 29 დეკემბრიდან პრეზიდენტის პოსტს მიხეილ ყაველაშვილი იკავებს. ანალოგიურად, საგარეო საქმეთა მინისტრად კვლავ ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული, მაშინ როცა 2024 წლის 1-ელი დეკემბრიდან უწყებას მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მიმართ და კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე განახლდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაციის განახლება ქართულმა მხარემ 2026 წლის 4 მარტსაც მოითხოვა ვერბალური ნოტით, რის შემდეგაც საქართველოს საგარეო უწყებას ეცნობა, რომ მსგავსი ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავების პერიოდი 4 კვირას მოიცავს.
არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია კვლავ მოძველებული სახითაა განთავსებული.
მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია ქვეყნის მიმართ გამოხატული უპატივცემულობაა.
გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება"
ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში. ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს.
2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".