https://sputnik-georgia.com/20260428/kobaxidze-paswarmoqmnis-komisia-mushaobas-am-kvirashi-daasrulebs-298347975.html
კობახიძე: საქართველოში ფასწარმოქმნის კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაში დაასრულებს
კობახიძე: საქართველოში ფასწარმოქმნის კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაში დაასრულებს
Sputnik საქართველო
საქართველოში ფასების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე... 28.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-28T20:54+0400
2026-04-28T20:54+0400
2026-04-28T20:54+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაში დაასრულებს, რის შემდეგაც მთავრობა საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.პრემიერის თქმით, ფასების მატებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, ქვეყანაში ინფლაციური პროცესები შენელებულია. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იგი პირადად აკვირდება ფასებს და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცვლილება არ დაფიქსირებულა.ადრე პრემიერმა პირობა დადო, რომ კომისიის მუშაობის შედეგები აპრილის ბოლომდე იქნებოდა მზად. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა მექანიზმებს გამოიყენებს სახელმწიფო ფასების დასარეგულირებლად. საკვებ პროდუქტებზე ფასების საკითხის განსახილველად მზადყოფნა გამოთქვეს ქვეყანაშო არსებულმა ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებმა და დისტრიბუტორებმა, რომლებსაც ბაზარზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააჩნიათ.სურსათზე ფასებიგასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების დარეგულირების საკითხს სხვა უწყებებთან ერთად სწავლობს საპარლამენტო კომისიაც.სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ორი კვირის განმავლობაში შეისწავლა სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების საკითხი. კომისიამ გამართა შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათი არგუმენტები მოისმინა.ფასების დარეგულირების საკითხს სწავლობს 3 თებერვალს შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიაც, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს. ბერეკაშვილის თქმით, კომისია შეხვედრებს გამართავს სექტორის წამყვან კომპანიებთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელების ოპერატორებთან.კომისიების პარალელურად, ფასების საკითხს ცალკე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. სუსმა რამდენიმე კომპანიიდან დოკუმენტების ასლები ამოიღო.პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე.ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
კობახიძე: საქართველოში ფასწარმოქმნის კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაში დაასრულებს
საქართველოში ფასების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაში დაასრულებს, რის შემდეგაც მთავრობა საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ფასების მატებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, ქვეყანაში ინფლაციური პროცესები შენელებულია. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იგი პირადად აკვირდება ფასებს და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცვლილება არ დაფიქსირებულა.
„ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი“, - განაცხადა პრემიერმა.
ადრე პრემიერმა პირობა დადო, რომ კომისიის მუშაობის შედეგები აპრილის ბოლომდე იქნებოდა მზად. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა მექანიზმებს გამოიყენებს სახელმწიფო ფასების დასარეგულირებლად. საკვებ პროდუქტებზე ფასების საკითხის განსახილველად მზადყოფნა გამოთქვეს ქვეყანაშო არსებულმა ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებმა და დისტრიბუტორებმა, რომლებსაც ბაზარზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააჩნიათ.
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების დარეგულირების საკითხს სხვა უწყებებთან ერთად სწავლობს საპარლამენტო კომისიაც.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ორი კვირის განმავლობაში შეისწავლა სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების საკითხი. კომისიამ გამართა შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათი არგუმენტები მოისმინა.
ფასების დარეგულირების საკითხს სწავლობს 3 თებერვალს შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიაც, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს. ბერეკაშვილის თქმით, კომისია შეხვედრებს გამართავს სექტორის წამყვან კომპანიებთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელების ოპერატორებთან.
კომისიების პარალელურად, ფასების საკითხს ცალკე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. სუსმა რამდენიმე კომპანიიდან დოკუმენტების ასლები ამოიღო.
პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.