მინისტრის მოადგილე: ჩინეთის მოქალაქეები სულ უფრო ინტერესდებიან საქართველოში მოგზაურობით

© photo: Sputnik / Stringerჩინეთის მოქალაქეები
ჩინეთის მოქალაქეები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2026
გამოწერა
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან საქართველოში მგზავრთნაკადის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა - ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
„2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთთან მგზავრთნაკადი წარმატებული იყო, ზრდამ კი დაახლოებით 40% შეადგინა. დარწმუნებული ვარ, ამ ტენდენციას მომავალშიც შევინარჩუნებთ“, — განაცხადა იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე წარმატებით დასრულდა ავიაკომპანია China Eastern Airlines-თან მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რის შედეგადაც ქართულ ბაზარს ახალი მიმართულება — შანხაი ემატება.
მისი თქმით, China Eastern Airlines-ი შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენებს 15 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
იოსელიანმა ასევე ხაზი გაუსვა შანხაის, როგორც გლობალური ფინანსური ცენტრის მნიშვნელობას.
„შანხაი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს. შესაბამისად, მასთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ორ ქვეყანას შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები“, - განაცხადა იოსელიანმა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ავიაკომპანია China Eastern-სთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულებების დამატებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული და ბიზნეს-ნაკადების შემდგომ ზრდას.
ყველა ახალი ამბავი
0