https://sputnik-georgia.com/20260428/germaniashi-gvinis-pestivalze-qartul-gvinoebs-gaecnen-298341888.html
გერმანიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ფესტივალზე ქართულ ღვინოებს გაეცნენ
გერმანიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ფესტივალზე ქართულ ღვინოებს გაეცნენ
Sputnik საქართველო
ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 50-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. 28.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-28T17:29+0400
2026-04-28T17:29+0400
2026-04-28T17:29+0400
საქართველო
გერმანია
ღვინის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_2a737823f14d05454c976c2467d62e99.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ფესტივალზე GLUCK GLUCK Naturweinfest შვიდი საოჯახო მარანი წარდგა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართული ღვინის მწარმოებელმა მარნებმა: „გონჯების ღვინო”, „ზურაბ ღვალაძის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ილტოს ველი“, „მეღვინეობა თილისმა“, Blui`s Wine, „ბაიას ღვინო“ და „ჩვენი ღვინო“. GLUCK GLUCK Naturweinfest-ი ბუნებრივი ღვინის ფესტივალია, რომელიც ევროპის ქვეყნების მეღვინეებსა და ღვინის მოყვარულებს აერთიანებს. 2026 წლის ფესტივალში 50-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა საქართველოდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, სლოვენიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. როგორც სააგენტოში აღნიშნეს, გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d0e4d5f6798ca7ef2df4fc08bb765c0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
გერმანიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ფესტივალზე ქართულ ღვინოებს გაეცნენ
ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 50-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ფესტივალზე GLUCK GLUCK Naturweinfest შვიდი საოჯახო მარანი წარდგა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართული ღვინის მწარმოებელმა მარნებმა: „გონჯების ღვინო”, „ზურაბ ღვალაძის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ილტოს ველი“, „მეღვინეობა თილისმა“, Blui`s Wine, „ბაიას ღვინო“ და „ჩვენი ღვინო“.
GLUCK GLUCK Naturweinfest-ი ბუნებრივი ღვინის ფესტივალია, რომელიც ევროპის ქვეყნების მეღვინეებსა და ღვინის მოყვარულებს აერთიანებს. 2026 წლის ფესტივალში 50-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა საქართველოდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, სლოვენიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობაა.
ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.