თბილისის ბიუჯეტი კვლავ გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerსაკრებულოს შენობა
საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2026
გამოწერა
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 84,8 მლნ ლარით გაიზარდა
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტი 2,6 მლრდ ლარამდე გაზარდა, რაც უპრეცედენტო და ძალზე მნიშვნელოვანია, განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 84,8 მლნ ლარით გაიზარდა და 2,6 მლრდ ლარს მიაღწია.
„ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გაზრდილი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი რაიონულ ადმინისტრაციებზე გადანაწილდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემები კიდევ უფრო სწრაფად მოგვარდება“, — აღნიშნა აბაშიძემ.
მისი თქმით, ბიუჯეტის ყოველი ზრდა მნიშვნელოვანია, რადგანაც ის მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. გაზრდილი ბიუჯეტი ასევე მოხმარდება სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია.
ყველა ახალი ამბავი
0