https://sputnik-georgia.com/20260427/sarjveladzes-29-aprils-parlamentshi-mousmenen-298316350.html
პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს 29 აპრილს მოუსმენს
პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს 29 აპრილს მოუსმენს
Sputnik საქართველო
ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოსთვის" წევრებმა ჯანდაცვის მინისტრს 24 შეკითხვა გაუგზავნეს 27.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-27T14:00+0400
2026-04-27T14:00+0400
2026-04-27T14:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966368_0:112:2048:1265_1920x0_80_0_0_ae497fac9625e2f7bd865a9bf5b8e177.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. პარლამენტი 29 აპრილის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ინტერპელაცია არის ფორმატი, რომლის დროსაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატთა ჯგუფის შეკითხვებს, რომელიც, სულ მცირე, შვიდ კაცს ითვლის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვები ფრაქციამ „საქართველოსთვის“ წარადგინა.მინისტრი პარლამენტში გამოცხადდება და წინასწარ ცნობილ კითხვებს უპასუხებს. დეპუტატებს მხოლოდ ამ კითხვების დაზუსტების უფლება ექნებათ. ინტერპელაციის ფარგლებში სხვა თემებზე კითხვების დასმა დაუშვებელია.ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯანდაცვის მინისტრს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ახალ პრეპარატთან, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტთან, შშმ პირებისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების და სხვა საკითხებთან დაკავშირებული 24 შეკითხვა გაუგზავნეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966368_101:95:1794:1365_1920x0_80_0_0_8969d5ca1dc23fb17d110cb24f945602.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება
პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს 29 აპრილს მოუსმენს
ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოსთვის" წევრებმა ჯანდაცვის მინისტრს 24 შეკითხვა გაუგზავნეს
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. პარლამენტი 29 აპრილის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინტერპელაცია არის ფორმატი, რომლის დროსაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატთა ჯგუფის შეკითხვებს, რომელიც, სულ მცირე, შვიდ კაცს ითვლის.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვები ფრაქციამ „საქართველოსთვის“ წარადგინა.
მინისტრი პარლამენტში გამოცხადდება და წინასწარ ცნობილ კითხვებს უპასუხებს. დეპუტატებს მხოლოდ ამ კითხვების დაზუსტების უფლება ექნებათ. ინტერპელაციის ფარგლებში სხვა თემებზე კითხვების დასმა დაუშვებელია.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯანდაცვის მინისტრს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ახალ პრეპარატთან, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტთან, შშმ პირებისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების და სხვა საკითხებთან დაკავშირებული 24 შეკითხვა გაუგზავნეს.