https://sputnik-georgia.com/20260427/kachagobis-braldebit-2-piri-daakaves-298315678.html
ყაჩაღობა მარტვილში: დაკავებულია ორი პირი
ყაჩაღობა მარტვილში: დაკავებულია ორი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 27.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-27T12:49+0400
2026-04-27T12:49+0400
2026-04-27T12:49+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარტვილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.41 და 34 წლის მამაკაცებს, რომლებიც წარსულში ნასამართლევი პირები არიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, შეიარაღებული მამაკაცი, თანამზრახველებთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პირს, მას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ 41 წლის ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა - ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ყაჩაღურად გატაცებული თანხის ნაწილი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ცნობილი იყო 34 წლის მამაკაცისთვის, თუმცა მან მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ჩამდენი კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლოთ მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ყაჩაღობა მარტვილში: დაკავებულია ორი პირი
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარტვილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
41 და 34 წლის მამაკაცებს, რომლებიც წარსულში ნასამართლევი პირები არიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, შეიარაღებული მამაკაცი, თანამზრახველებთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პირს, მას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ 41 წლის ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა - ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ყაჩაღურად გატაცებული თანხის ნაწილი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ცნობილი იყო 34 წლის მამაკაცისთვის, თუმცა მან მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ჩამდენი კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლოთ მიმდინარეობს.