„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ უცხოელ დიპლომატებთან კონტაქტის გაწყვეტას მოითხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2026
გამოწერა
დასავლელ ელჩებს ოპოზიციის კოორდინაციასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებენ.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა შეწყვიტოს ურთიერთმოქმედება დიპლომატებთან, რომლებიც ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, მხარს უჭერენ რადიკალურ პროცესებს და კოორდინაციას უწევენ ოპოზიციურ საქმიანობას, ნათქვამია პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც ბრიუსელში ფოტოგამოფენას „საქართველო ფოკუსში“ დაესწრო, განაცხადა, რომ ქვეყანა „არასწორ ტრაექტორიაზეა“. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება და არა თავის „ბნელ წარსულს“. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ დიპლომატს, დაიბარეს მისი განცხადებების განმარტებისთვის. თავის მხრიც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჩორიშვილმა განაცხადა, რომ დიპლომატს უწყებაში განმარტებებისთვის დაიბარებენ.
„მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციისა და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადების ავტორებმა აღნიშნეს, საქართველოში საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების ელჩები ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიმართ მტრულად არიან განწყობილი.
ამავდროულად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დიპლომატებთან ურთიერთობას განაგრძობს. განცხადების ავტორთა ვერსიით, აღნიშნული შესაძლოა აიხსნას ან მათი განზრახვების სათანადოდ შეუფასებლობით, ან პოზიციის ცვლილების იმედით. ასევე დასაშვებია, რომ ხელისუფლება აანალიზებს ვითარებას, თუმცა ელჩებთან კონტაქტს მოცემულ ეტაპზე პოლიტიკურად მიზანშეწონილად მიიჩნევს.
„მათი გათვლა ეფუძნება იმას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროპა თვითგანწმენდას მოახერხებს, „დიფ სთეითის“ მარწუხებიდან გათავისუფლდება და ევროპული ქვეყნებისა თუ ევროკავშირის ხელმძღვანელობა საკუთარ სახელმწიფოებსა და კონტინენტზე დაიწყებენ ზრუნვას, რაც საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებას აუცილებლად გამოიწვევს, თუმცა, ეს როდის მოხდება და ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს რა იძლევა, გაუგებარია“, -აღნიშულია განცხადებაში.
განცხადებაში ცალკე გაკრიტიკებულია რიგი ვროპელი დიპლომატების ქმედებები, რომლებსაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და ოპოზიციურ ძალებთან კონტაქტში ადანაშაულებენ. კერძოდ, ნახსენებია ბრიტანეთის ელჩის შეხვედრები „ოპოზიციის ალიანსთან", ასევე საფრანგეთისა და ნიდერლანდების ელჩების არაფორმალური კონტაქტები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ცალკეა აღნიშნული გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის საქმიანობა, რომელსაც ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან რეგულარულ კონტაქტებს მიაწერენ.
განცხდების ავტოების აზრით, ეს მაგალითები ადასტურებს, რომ „დიპლომატები“ ერთი სტრატეგიით მოქმედებენ და მათი ხელწერაც იდენტურია.
„ეს თავის მხრივ ცხადად ადასტურებს, რომ თითქმის ყველა მათგანი ერთი ხელით, ძირითადად ბრიუსელიდან იმართება, და ისევე, როგორც ევროპული ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი, საქართველოში მოქმედი ევროპელი ელჩებიც „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის მორჩილი აგენტურაა“, -ნათქვამია განცხადებაში.
ავტორების აზრით, ეს მაგალითები მოწმობს დიპლომატების მსგავს მიდგომაზე და მათ კოორდინირებულ ქმედებებზე. ისინი ირწმუნებიან, რომ საქართველოში ევროპელი ელჩები, ასევე ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი თითქოსდა გავლენის ერთიან სისტემის ფარგლებში მოქმედებენ, რომელიც დაკავშირებულია „გლობალურ სახელმწიფოსთან“ და „გლობალურ ომის პარტიასთან“.
„ამიტომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზრონ და ელჩების სტატუსის მქონე ამ ადამიანებთან ურთიერთობა დაუყოვნებლივ უნდა გაწყვიტონ. აუცილებლად მიგვაჩნია დიპლომატიური პრაქტიკიდან ასეთი ზომების გამოყენება“, -აღნიშულია განცხადებაში.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ყველა ახალი ამბავი
0