https://sputnik-georgia.com/20260426/policiam-dushetshi-momxdari-mkvleloba-gaxsna-298310971.html
დუშეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დაჭრეს
დუშეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დაჭრეს
Sputnik საქართველო
დაკავებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიების შემთხვევაში 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 26.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-26T19:29+0400
2026-04-26T19:29+0400
2026-04-26T19:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიების შემთხვევაში 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილის გვიან ღამით, დუშეთის მუნიციპალიტეტში 4 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცივი იარაღით ჭრილობები ოთხივე მათგანმა მიიღო. ერთ-ერთი დაჭრილი - 47 წლის მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე სამივე პირი „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.უწყების ცნობით, გარდაცვლილს სასიკვდილო დაზიანება სწორედ დაკავებულმა მიაყენა, რომელიც პოლიციამ შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდეგ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
დუშეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დაჭრეს
დაკავებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიების შემთხვევაში 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიების შემთხვევაში 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილის გვიან ღამით, დუშეთის მუნიციპალიტეტში 4 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცივი იარაღით ჭრილობები ოთხივე მათგანმა მიიღო.
ერთ-ერთი დაჭრილი - 47 წლის მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე სამივე პირი „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, გარდაცვლილს სასიკვდილო დაზიანება სწორედ დაკავებულმა მიაყენა, რომელიც პოლიციამ შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდეგ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.