შსს-ს თანამშრომელი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისთვის დააკავეს

© photo: Sputnikსუსი
სუსი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2026
გამოწერა
დაკავებულს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სუს-ის ყოფილი, ამჟამად კი შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, მას ბრალად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტისადმი ან საგნისადმი მოპყრობის წესის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევას, რამაც ასეთი დოკუმენტის ან საგნის დაზიანება, განადგურება ან დაკარგვა გამოიწვია.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფრთხილებს ყველას, რომ ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0