https://sputnik-georgia.com/20260424/saqartvelos-sagareo-saqmeta-ministri-delfosis-ekonomikur-forumze-mtavari-gzavnilebi-298283926.html
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე - მთავარი გზავნილები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე - მთავარი გზავნილები
Sputnik საქართველო
დელფოსის ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმია საბერძნეთში, რომელსაც არაკომერციული ორგანიზაცია აწყობს და დელფოსში იმართება. 24.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-24T12:50+0400
2026-04-24T12:50+0400
2026-04-24T12:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/18/298282181_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_d65399ea76ccccbff167c3c969629056.jpg
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მეზობელ ქვეყნებში მშვიდობის გარეშე, ამიტომ ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიაში, სახელწოდებით - „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.მისი თქმით, ევროკავშირის უსაფრთხოება მეზობელ ქვეყნებში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი.მინისტრმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიას კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამასთან თანამედროვე უსაფრთხოება უკვე არ შემოიფარგლება სამხედრო კომპონენტით და უფრო ფართო, მრავალშრიან მიდგომას მოითხოვს.„ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, სწორედ ასე ვხედავთ მას, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად მივიჩნევთ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც ევროპული უსაფრთხოების შექმნაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფართოების პროცესი უნდა განიხილებოდეს ფართო გეოპოლიტიკურ ჭრილში.„გაფართოება არის გეოპოლიტიკური პროცესი და აუცილებლობა. ის არ უნდა იქცეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლად, რადგან ამ შემთხვევაში ზიანდება მისი მთავარი იდეა. გაფართოება არ წარმოადგენს თვითმიზანს - ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ უფრო მნიშვნელოვანის მისაღწევად, რაც არის საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა მინისტრმა.მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, და ქვეყნის მთავარი მიღწევა დაასახელა.დასასრულ, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, რათა უზრუნველყოს მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის."დელფოსის ეკონომიკური ფორუმი" აერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საქმიან, აკადემიურ და სხვა ლიდერებს წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, გავლენის მოსახდენად ეროვნულ და რეგიონულ დღის წესრიგზე და მდგრადი და სოციალურად პასუხისგებლიანი ზრდის პოლიტიკის გასატარებლად ევროპაში, ფართო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და საბერძნეთში.ფორუმს მართავს დირექტორთა საბჭო და მრჩეველთა კომიტეტი. ისინი მონიტორინგს უწევენ და აუმჯობესებენ ორგანიზაციის მუშაობას და ყოველწლიური შეხვედრების, პოლიტიკური დოკუმენტებისა და ცოდნის პლატფორმების მეშვეობით ცდილობენ მის სარგებლიანობის ამაღლებას.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/18/298282181_90:0:1229:854_1920x0_80_0_0_daad2cc8fcdda97cd3b3294384ed6482.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე - მთავარი გზავნილები
დელფოსის ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმია საბერძნეთში, რომელსაც არაკომერციული ორგანიზაცია აწყობს და დელფოსში იმართება.
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მეზობელ ქვეყნებში მშვიდობის გარეშე, ამიტომ ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიაში, სახელწოდებით - „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.
„პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე საუბრისას, აუცილებელია განვიხილოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები. ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, ჩვენ არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირი და მისი არაწევრი ქვეყნები, რადგან ჩვენ საერთო საჭიროებები და უსაფრთხოების საერთო ინტერსები გაგვაჩნია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის უსაფრთხოება მეზობელ ქვეყნებში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიას კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამასთან თანამედროვე უსაფრთხოება უკვე არ შემოიფარგლება სამხედრო კომპონენტით და უფრო ფართო, მრავალშრიან მიდგომას მოითხოვს.
„ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, სწორედ ასე ვხედავთ მას, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად მივიჩნევთ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც ევროპული უსაფრთხოების შექმნაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფართოების პროცესი უნდა განიხილებოდეს ფართო გეოპოლიტიკურ ჭრილში.
„გაფართოება არის გეოპოლიტიკური პროცესი და აუცილებლობა. ის არ უნდა იქცეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლად, რადგან ამ შემთხვევაში ზიანდება მისი მთავარი იდეა. გაფართოება არ წარმოადგენს თვითმიზანს - ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ უფრო მნიშვნელოვანის მისაღწევად, რაც არის საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, და ქვეყნის მთავარი მიღწევა დაასახელა.
„მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური გარემოსი, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა, მათზე არაერთი თავდასხმის ფონზე, ასევე მოვახერხეთ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დასასრულ, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, რათა უზრუნველყოს მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
"დელფოსის ეკონომიკური ფორუმი" აერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საქმიან, აკადემიურ და სხვა ლიდერებს წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, გავლენის მოსახდენად ეროვნულ და რეგიონულ დღის წესრიგზე და მდგრადი და სოციალურად პასუხისგებლიანი ზრდის პოლიტიკის გასატარებლად ევროპაში, ფართო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და საბერძნეთში.
ფორუმს მართავს დირექტორთა საბჭო და მრჩეველთა კომიტეტი. ისინი მონიტორინგს უწევენ და აუმჯობესებენ ორგანიზაციის მუშაობას და ყოველწლიური შეხვედრების, პოლიტიკური დოკუმენტებისა და ცოდნის პლატფორმების მეშვეობით ცდილობენ მის სარგებლიანობის ამაღლებას.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.