https://sputnik-georgia.com/20260424/saqartvelo-rvinis-samsoblo-cinetis-agrarul-universitetsi-prezentacia-gaimarta-298285500.html
"საქართველო - ღვინის სამშობლო" - ჩინეთის აგრარულ უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა
"საქართველო - ღვინის სამშობლო" - ჩინეთის აგრარულ უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა
Sputnik საქართველო
ღონისძიებას ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტის ლექტორები და დოქტორანტები ესწრებოდნენ. 24.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-24T16:10+0400
2026-04-24T16:10+0400
2026-04-24T16:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/11/262950035_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_731f00497e69d95ac9060f8ab43ceb4a.jpg
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის საერთაშორისო პოპულარიზაციის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ჩინეთის აგრარულ უნივერსიტეტში პრეზენტაცია "საქართველო - ღვინის სამშობლო" გამართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. ღონისძიებას ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტის ლექტორები და დოქტორანტები ესწრებოდნენ. მევენახეობის კადასტრის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, პროფესორმა ირმა მდინარაძემ, პრეზენტაცია-ლექცია ვაზის ქართული ავტოქთონური ჯიშებისა და საქართველოს ველური ვაზის გენოფონდის დაცვისა და შესწავლის თანამედროვე მიდგომებზე, ასევე საქართველოს ვენახების კადასტრის პრაქტიკაზე წარადგინა. მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამის მიმართ, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში საქართველოში აღწერილია 50 ათას ჰექტრამდე ვენახის ფართობი, რაც უზრუნველყოფს დარგის სტრატეგიულ მართვას. ქართული ღვინის ტრადიცია საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა. საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/11/262950035_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_efd771cfebc20dab0acad87a8446d387.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
"საქართველო - ღვინის სამშობლო" - ჩინეთის აგრარულ უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა
ღონისძიებას ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტის ლექტორები და დოქტორანტები ესწრებოდნენ.
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის საერთაშორისო პოპულარიზაციის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ჩინეთის აგრარულ უნივერსიტეტში პრეზენტაცია "საქართველო - ღვინის სამშობლო" გამართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტის ლექტორები და დოქტორანტები ესწრებოდნენ.
მევენახეობის კადასტრის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, პროფესორმა ირმა მდინარაძემ, პრეზენტაცია-ლექცია ვაზის ქართული ავტოქთონური ჯიშებისა და საქართველოს ველური ვაზის გენოფონდის დაცვისა და შესწავლის თანამედროვე მიდგომებზე, ასევე საქართველოს ვენახების კადასტრის პრაქტიკაზე წარადგინა.
"ვენახის კადასტრის სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს ღვინის ხარისხის კონტროლსა და წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას. პროგრამამ უკვე დაიმსახურა მაღალი ინტერესი და შესაძლოა მნიშვნელოვანი მოდელი გახდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოს როლს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში და ამ გამოცდილების საერთაშორისო მასშტაბით გავრცელების მნიშვნელობას", - აღნიშნა ირმა მდინარაძემ.
მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამის მიმართ, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში საქართველოში აღწერილია 50 ათას ჰექტრამდე ვენახის ფართობი, რაც უზრუნველყოფს დარგის სტრატეგიულ მართვას.
საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.