https://sputnik-georgia.com/20260424/policiam-zarcvisa-da-qurdobistvis-arasrulwlovanebi-daakava-298285241.html
თაროებს აცარიელებდნენ - პოლიციამ ძარცვისა და ქურდობისთვის არასრულწლოვნები დააკავა
თაროებს აცარიელებდნენ - პოლიციამ ძარცვისა და ქურდობისთვის არასრულწლოვნები დააკავა
Sputnik საქართველო
არასრულწლოვნები თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ 24.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-24T14:52+0400
2026-04-24T14:52+0400
2026-04-24T14:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0b/294119188_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_2d6ed340e3f18a7ffa71b3a9914577eb.jpg
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ არასრულწლოვნები თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, სადაც სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას და თანხას ეუფლებოდნენ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ძალადობით, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის კუთვნილ ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა. არასრულწლოვანმა საბანკო ბარათები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გამოიყენა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2, მე-3, 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0b/294119188_200:0:1400:900_1920x0_80_0_0_ac81cf3e4aa779fa3c188af51446125e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თაროებს აცარიელებდნენ - პოლიციამ ძარცვისა და ქურდობისთვის არასრულწლოვნები დააკავა
არასრულწლოვნები თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ არასრულწლოვნები თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, სადაც სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას და თანხას ეუფლებოდნენ.
"არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30.000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ძალადობით, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის კუთვნილ ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა. არასრულწლოვანმა საბანკო ბარათები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გამოიყენა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2, მე-3, 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.