https://sputnik-georgia.com/20260423/razea-damokidebuli-saqartvelos-urtiertobebi-evrokavsirtan-mdinarazis-pasuxi-298271144.html
რაზეა დამოკიდებული საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან - მდინარაძის პასუხი
რაზეა დამოკიდებული საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან - მდინარაძის პასუხი
Sputnik საქართველო
საქართველო კვლავაც ერთგული რჩება ევროპული ღირებულებების, თუმცა მომავალს „ტრადიციულ და ქრისტიანულ ევროპაში“ ხედავს, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის... 23.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-23T15:18+0400
2026-04-23T15:18+0400
2026-04-23T15:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e86c9c8affcb7cfd9bd81604b1d956ca.jpg
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან დიდწილად დამოკიდებულია ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებზე და არა მხოლოდ თავად საქართველოზე, განაცხადა სამართალდამცავი საქმიანობის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.მდინარაძის თქმით, საქართველოსთვის არ არის პანაცეა და თვითმიზანი ევროკავშირის წევრობა, თუმცა ევროკავშირის წევრობა არის მიზანი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა ტრადიციული, ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის პირობებში.მდინარაძე ასევე შეეხო მოთხოვნების თემას, რომლებსაც აყენებენ ცალკეული ევრობიუროკრატები, მათ შორის ლგბტ-საკითხების კონტექსტში.მისი თქმით, საუბარია არ არის მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ჩარევაზე, მაგრამ მსგავსი თემები, როგორც მდინარაძე ამტკიცებს, მთელ რიგ დოკუმენტებში ფიგურირებს.მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს ევროპულმა საზოგადოებამ გამოიჩინა აქტიურობა ე.წ. კონსერვატიული, ტრადიციული, სუვერენიტეტთან დაკავშირებული იდეების გარშემო. მაგალითის სახით მან მოიყვანა უნგრეთი და ბულგარეთი, სადაც, მისი თქმით, კანდიდატები შესაბამისი მესიჯებით აპელირებდნენ.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_81:0:1220:854_1920x0_80_0_0_033f92790d7bc0a26cd9795a8caaae8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
რაზეა დამოკიდებული საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან - მდინარაძის პასუხი
საქართველო კვლავაც ერთგული რჩება ევროპული ღირებულებების, თუმცა მომავალს „ტრადიციულ და ქრისტიანულ ევროპაში“ ხედავს, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა.
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან დიდწილად დამოკიდებულია ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებზე და არა მხოლოდ თავად საქართველოზე, განაცხადა სამართალდამცავი საქმიანობის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.
„მე ვფიქრობ, რომ ევროპასთან ურთიერთობა დამოკიდებულია არა იმდენად საქართველოზე, რამდენადაც თავად ევრობიუროკრატიაზე. თუ ევრობიუროკრატია საქართველოს მიმართ იქნება სამართლიანი, ურთიერთობა გაუმჯობესდება“, - განაცხადა მდინარაძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.
მდინარაძის თქმით, საქართველოსთვის არ არის პანაცეა და თვითმიზანი ევროკავშირის წევრობა, თუმცა ევროკავშირის წევრობა არის მიზანი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა ტრადიციული, ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის პირობებში.
„ჩვენ ემოციურადაც ძალიან სერიოზული ბმა გვაქვს ასეთ ევროპასთან, ღირებულებებზე აწყობილ ევროპასთან“, - აღნიშნა მან.
მდინარაძე ასევე შეეხო მოთხოვნების თემას, რომლებსაც აყენებენ ცალკეული ევრობიუროკრატები, მათ შორის ლგბტ-საკითხების კონტექსტში.
მისი თქმით, საუბარია არ არის მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ჩარევაზე, მაგრამ მსგავსი თემები, როგორც მდინარაძე ამტკიცებს, მთელ რიგ დოკუმენტებში ფიგურირებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს ევროპულმა საზოგადოებამ გამოიჩინა აქტიურობა ე.წ. კონსერვატიული, ტრადიციული, სუვერენიტეტთან დაკავშირებული იდეების გარშემო. მაგალითის სახით მან მოიყვანა უნგრეთი და ბულგარეთი, სადაც, მისი თქმით, კანდიდატები შესაბამისი მესიჯებით აპელირებდნენ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.