მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირის უკრაინისთვის განკუთვნილი სესხი განბლოკილია

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის და ევროკავშირის დროშები
უკრაინის და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2026
გამოწერა
მიმდინარეობს ბოლო დეტალების შეთანხმების პროცესი
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ევროკავშირმა ჯერ ვერ დაასრულა კიევისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცების პროცესი, რომელიც ადრე უნგრეთმა დაბლოკა, თუმცა ვარაუდობს, რომ მას კვირის ბოლომდე დაამტკიცებს, იუწყება РИА Новости.
„სესხი დღეს მუდმივი წარმომადგენლების დონეზე შეთანხმდა. მისი საბოლოო დამტკიცებისთვის ევროკავშირის საბჭოში წერილობითი პროცედურა ჩაეშვა,, რომლის დასრულებასაც ამ კვირაში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში ველოდებით“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დამარცხებამ ევროკავშირს საშუალება მისცა უკრაინისთვის სესხის გამოყოფის საკითხი, რომელსაც მანამდე ვიქტორ ორბანის მთავრობა აფერხებდა, მკვდარი წერტილიდან დაეძრა. ორბანის მემკვიდრეს, პეტერ მადიარს, აღნიშნული ინიციატივა არ დაუბლოკავს.
ყველა ახალი ამბავი
0