https://sputnik-georgia.com/20260422/kvrivishvili-chinetshi-shexvedrebs-atarebs-298257828.html
საქართველოს და ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებები შეაქვთ
საქართველოს და ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებები შეაქვთ
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე. 22.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-22T22:27+0400
2026-04-22T22:27+0400
2026-04-22T22:27+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1a/275254527_0:0:2859:1609_1920x0_80_0_0_9731590f9a4f462be67663db1bdd96f4.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ოქმს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც არსებული შეთანხმების თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან ადაპტაციას, განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროების კონკრეტიზაციას და ასევე ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მოაწერა - პეკინში ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოს შეხვდა, რომელმაც ასევე ხელი მოაწერა ოქმს.პეკინში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ყურადღება გამახვილდა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე.მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონე.აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და ჩინეთს შორის საქონელბრუნვა 55%-ით გაიზარდა. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ექსპორტის მიმართულებით პირველ ადგილს იკავებს.საქართველო და ჩინეთიჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მლრდდოლარს გადააჭარბა, რაც 20,7%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1a/275254527_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c6e315d51024024daa8d37b30a9d3eee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს და ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებები შეაქვთ
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ოქმს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც არსებული შეთანხმების თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან ადაპტაციას, განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროების კონკრეტიზაციას და ასევე ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მოაწერა - პეკინში ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოს შეხვდა, რომელმაც ასევე ხელი მოაწერა ოქმს.
პეკინში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ყურადღება გამახვილდა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე.
მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონე.
აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და ჩინეთს შორის საქონელბრუნვა 55%-ით გაიზარდა. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ექსპორტის მიმართულებით პირველ ადგილს იკავებს.
ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მლრდდოლარს გადააჭარბა, რაც 20,7%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).