საქართველო და ჩინეთი ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე თანამშრომლობას აძლიერებენ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის დელეგაციას ხვდება
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის დელეგაციას ხვდება - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2026
გამოწერა
საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარება, რაც ქვეყანას რეგიონულ ციფრულ კვანძად აქცევს.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველო და ჩინეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ კომუნიკაციების, ინფორმაციული და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში კავშირების გაღრმავებას, რაც ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორთან ჭუანგ ჟუნგვენთან შეხვდა გამართა. მინისტრმა ჩინურ მხარეს საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს — მაქსიმალურად იქნას გამოყენებული საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ციფრული ტრანზიტული ჰაბის, როლი.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. ხაზი გაესვა პროგრესს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა სამთავრობო და ბიზნეს-სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებამ.
აღინიშნა, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარება, რაც ქვეყანას რეგიონულ ციფრულ კვანძად აქცევს. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ხელოვნული ინტელექტის გამოყენებისა და დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებს შორის.
საქართველო და ჩინეთი
ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მლრდდოლარს გადააჭარბა, რაც 20,7%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
ყველა ახალი ამბავი
0