როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში

© Batumi Municipal Inspectionმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2026
გამოწერა
თვის განმავლობაში ინდექსის შემცირება ძირითადად განპირობებული იყო ტრანსპორტზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე ხარჯების 0,8%-ით შემცირებით
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. 2026 წლის თებერვალში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, 2026 წლის იანვართან შედარებით, 0,2%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).
უწყება სამშენებლო ღირებულების ინდექსს (CCI) ითვლის, რომელიც საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურების საშუალო ფასის დონეს წარმოადგენს საბაზისო პერიოდთან შედარებით.
ცალკეულ სეგმენტებში თვიური ინდექსი:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი გაიზარდა 0,5%-ით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი შემცირდა 1,9%-ით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი შემცირდა 4,1%-ით.
„საქსტატის" ცნობით, თვის განმავლობაში ინდექსის შემცირება ძირითადად განპირობებული იყო ტრანსპორტზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე ხარჯების 0,8%-ით შემცირებით, ამასთან სამშენებლო სექტორში ხელფასები გაიზარდა 2%-ით.
2026 წლის თებერვალში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2,4%-ით, რაც ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9,8%-ით ზრდით.
ცალკეულ სეგმენტებში წლიურად ინდექსი გაიზარდა:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი - 3,%-ით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი - 4,7%-ით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი - 1%-ით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ისე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0