https://sputnik-georgia.com/20260420/papuashvilma-briuselis-motxovnebs-parsi-uwoda-298210288.html
პაპუაშვილმა საქართველოსადმი ბრიუსელის მოთხოვნებს „ფარსი" უწოდა
პაპუაშვილმა საქართველოსადმი ბრიუსელის მოთხოვნებს „ფარსი" უწოდა
Sputnik საქართველო
უნგრეთში პეტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვების ფონზე თბილისმა „გლობალური ომის პარტია“ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებისთვის მარიონეტული... 20.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-20T17:00+0400
2026-04-20T17:00+0400
2026-04-20T17:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2c0ddcbc97c0e7fa79bd82bd442869ee.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ბრიუსელის პოზიცია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით, რაც მრავალპარტიულობისა და პლურალიზმის აუცილებლობას ეხება, მხოლოდ ფარსია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს წერილით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, უნგრეთში ჩატარებული „წარმატებული სპეცოპერაციის და ორბანის მოცილების შემდეგ ოლიგარქიული ოჯახები საქართველოზე შეტევას გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებენ".სპიკერის თქმით, მთავარი, რაც ახლა აშკარა ხდება, არის ის, რომ ახალი გლობალური წესრიგის ფორმირების პროცესში ეს ძალები სხვადასხვა ქვეყნებში მხოლოდ „მარიონეტული მთავრობების“ შექმნით არიან დაინტერესებული.„ეს არის მთავარი ამოცანა, რასაც დღეს ვხედავთ: ქვეყნების დამორჩილება, როგორც ირკვევა, ახალი გლობალური წესრიგისთვის. სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს დღეს „გლობალური ომის პარტია" და ვხედავთ, რომ ის ცალკეული ქვეყნებით არ შემოიფარგლება“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.12 აპრილს გამართული უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები მადიარის პარტიის გამარჯვებით დასრულდა - ბოლო ცნობებით, ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ ქვეყნის პარლამენტში 199 ადგილიდან 141 მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_c68e665fd293486f9613523f732ee793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოცნება , ახალი ამბები
პაპუაშვილმა საქართველოსადმი ბრიუსელის მოთხოვნებს „ფარსი" უწოდა
უნგრეთში პეტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვების ფონზე თბილისმა „გლობალური ომის პარტია“ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებისთვის მარიონეტული მთავრობების შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ბრიუსელის პოზიცია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით, რაც მრავალპარტიულობისა და პლურალიზმის აუცილებლობას ეხება, მხოლოდ ფარსია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს წერილით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, უნგრეთში ჩატარებული „წარმატებული სპეცოპერაციის და ორბანის მოცილების შემდეგ ოლიგარქიული ოჯახები საქართველოზე შეტევას გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებენ".
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევის ფაქტიც კი ადასტურებს, რომ ის ფარსი, რასაც ჩვენს წინაშე თამაშობენ — ვითომ მათ მრავალპარტიული სისტემა და პლურალიზმი აინტერესებთ — მხოლოდ საბაბი და ინსტრუმენტია ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლის მოსახდენად“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, მთავარი, რაც ახლა აშკარა ხდება, არის ის, რომ ახალი გლობალური წესრიგის ფორმირების პროცესში ეს ძალები სხვადასხვა ქვეყნებში მხოლოდ „მარიონეტული მთავრობების“ შექმნით არიან დაინტერესებული.
„ეს არის მთავარი ამოცანა, რასაც დღეს ვხედავთ: ქვეყნების დამორჩილება, როგორც ირკვევა, ახალი გლობალური წესრიგისთვის. სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს დღეს „გლობალური ომის პარტია" და ვხედავთ, რომ ის ცალკეული ქვეყნებით არ შემოიფარგლება“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.
12 აპრილს გამართული უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები მადიარის პარტიის გამარჯვებით დასრულდა - ბოლო ცნობებით, ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ ქვეყნის პარლამენტში 199 ადგილიდან 141 მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.